Google+

სიახლეები

14.06.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიღნაღის მუზეუმში პაბლო პიკასოს ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად სიღნაღს ეწვია.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად სიღნაღში საქართველოში საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე და მისი მეუღლეც ჩავიდნენ.

პრეზიდენტმა და ელჩმა სიღნაღის მუზეუმში პაბლო პიკასოს ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უახლესი საგამოფენო ცენტრები მალე საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში გაკეთდება. "ბავშვობაში დედაჩემთან ერთად ვიყავი მოსკოვში პიკასოს ბევრად უფრო მოკრძალებულ გამოფენაზე და მომიხდა ერთი საათი რიგში დგომა შესასვლელად. ჩვენ კიდევ ბევრ გამოფენას მოვაწყობთ. თბილისში ნიკა რურუასთან ერთად ვაკეთებთ ცისფერი გალერეის რესტავრაციას, რადგან თბილისში გვქონდეს ძალიან მაგარი საგამოფენო დარბაზები. აქ არსებული მუზეუმი ჩვენ ზუსტად 4 თვეში ავაშენეთ"-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

მუზეუმიდან გამოსვლის შემდეგ კომენტარი საფრანგეთის ელჩმაც გააკეთა. მისი თქმით, ის, რომ ერთი კვირის განმავლობაში ექსპოზიცია თერთმეტი ათასმა ადამიანმა დაათვალიერა, ქართველების მაღალ კულტურულ დონეზე მიუთითებს


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)