Google+

სიახლეები

23.06.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეუთოს მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ტერი ჰაკალა ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეუთოს მისიის ხელმძღვანელს ტერი ჰაკალას სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი გადასცა. საქართველოს პრეზიდენტმა 17 წლიანი მუშაობის დასრულების შემდეგ ეუთოს მისიის წარმომადგენლებს გამოსამშვიდობებელი მიღება გაუმართა.

"სამწუხაროდ იმის გამო, რომ ერთ-ერთმა ქვეყანამ საქართველოში ამ მისიის მუშაობა დაბლოკა, ის მრავალი წლის შემდეგ უნდა დაიკეტოს. ჩვენ ამ ფაქტს ვაფასებთ უარყოფითად, მაგრამ, ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ საქართველო გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს დეოკუპაციისთვის, მიწის თითოეული მტკაველის გათავისუფლებისთვის და საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ხელისუფლების იურისდიქციის სრული გავრცელებისთვის. ახალი ბერლინის კედლის მიღმა ჩვენი მოქალაქეები დაგვრჩა. გასულ ზაფხულს მათი ორი მესამედი გააძევეს, მაგრამ იქ დარჩენილი რამდენიმე ათასი მოქალაქეც საქართველოს შვილია და ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს სახელმწიფო მათაც ეკუთვნით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათი უფლებები სრულად იყოს დაცული. მე მინდა მას გადავცე ქართული სახელმწიფოს სახელით ღირსების ორდენი."

მიღებისას ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ტერი ჰაკალამაც წარმოთქვა სიტყვა. მან აღნიშნა, რომ მისია არასასიამოვნო ვითარების წინაშე დგას, რადგან საქართველოს დატოვება უწევთ.

"მხოლოდ მე არ ვამბობ, რომ ჰელსინკის სულისკვეთება დაირღვა. ფაქტია დაუპატიჟებელი სტუმრები იმყოფებიან ქართულ მიწაზე. ეუთოს ერთ-ერთმა წევრმა ქვეყანამ შეაფერხა პროგრესისკენ გადადგმული ნაბიჯები და ყველა მონაწილე ქვეყნის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, პოლიტიკური გამბედაობის ნაკლებობას თან დაერთო ისიც, რომ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი, ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ, ჩიხში შევიდა. ამან სახიფათო ვაკუუმი შექმნა და პირდაპირ სამხედრო აგრესიას გაუხსნა გზა", - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)