Google+

სიახლეები

03.10.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატახტარში პირველი ჩქაროსნული გზატკეცილი გახსნა

მე და ნინო ბურჯანაძეს პატივი გვაქვს იმ სტუდენტებთან ერთად, რომლებმაც ეროვნული გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულები დააგროვეს - ესენი არიან თბილისელი რომან ლემონჯავა, რუსთაველი ბექა ძამაშვილი და ოზურგეთელი თინა მახარაძე - საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი, თანამედროვე, ბეტონის ავტობანი გაგვეხსნა.

სწორედ ამას ჰქვია მიეცი ნიჭსა გზა ფართო!

ეს გზა მართლაც ფართე და შესანიშნავია.

დღევანდელი დღიდან იხსნება მოძრაობა, 2008 წელს ეს გზა ხაშურამდე მივა, ე.ი. თბილისი დასავლეთ საქართველოს შეუერთდება.

მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი პასუხია ყველაფერზე.

ნახეთ რა ამბავია ატეხილი საქართველოს გარშემო და რა პროპაგანდას ეწევიან - თითქოს საქართველო დაინგრა და განადგურდა.

ჩვენ კი ისე "გავნადგურდით", რომ ისეთ გზებს ვაშენებთ, როგორც რუსეთში ჯერ-ჯერობით არ არის, ისეთ საავადმყოფო გავხსენით, როგორიც ჯერ-ჯერობით არ არის, იგივე შეიძლება ითქვას სკოლების შესახებაც, მაგრამ გვინდა რომ იქაც იყოს და გაგვეხარდება კიდეც.

თუმცა უწინარესად, გაგვეხარდება ის, რომ ყოველივე ეს საქართველოში იყოს და ისიც გვსურს, რომ ეს სხვასაც უხაროდეს.

რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ საქართველო ფეხზე დგება.

ეს გზა ევროპაში ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიით არის აშენებული.

საერთოდ, ბეტონის გზა ხმაურიანია, მაგრამ გერმანული და ჰოლანდიური ბოლო ტექნოლოგიებით, ამ გზას უფრო ნაკლები ხმა აქვს, ვიდრე ასფალტისას.

ამ ტექნოლოგიებით აშენებული გზა საწვავის ეკონომიის საშუალებასაც იძლევა.

ამას გარდა, ამ მონაკვეთზე მოძრაობა ბევრად უფრო უსაფრთხო გახდება.

თანაც ეს ნიშნავს მეტ ეკონომიკას ქვეყანაში, მეტ კომფორტს, მეტ მოძრაობასა და წინსვლას.

ეს არის საქართველოს წინსვლა მომავლისკენ.

ასე რომ, ჩვენი პასუხი ყველას მიმართ იქნება მხოლოდ ერთი - განვითარება მშენებლობა და ქვეყნის წინსვლა.

მინდა განსაკუთრებული მადლობა მოვახსენო რომან დალაქიშვილს და ყველა მშენებელს - მან თქვა, რომ ეს გზა პირველი ოქტომრისთვის იქნებოდა მზად და სიტყვა შეასრულა; შარშან დაგვპირდა, რომ აჭარაში გვირაბის მშენებლობა პირველი ოქტომბრისთვის დასრულდებოდა და ასეც იყო; ეხლა გვპირდება, რომ 2008 წლის შემოდგომისთვის ეს გზა რიკოთამდე მივა და ასეც იქნება.

მინდა შეგახსენოთ, რომ ეს თბილისი-გორი-სოხუმის ტრასაა.

პირადად მე, რომან დალაქიშვილი და ნინო ბურჯანაძე გეუბნებით, რომ ეს გზა აუცილებლად მივა სოხუმში და ეს იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე ზოგს წარმოუდგენია.

ქართველები შარაგზებით სიარულს უნდა გადავეჩვიოთ და თანამდროვე ავტობანებით სიარული უნდა ვისწავლოთ.

გილოცავთ ყველას და გისურვებთ წარმატებას!

ჩვენ წინ ახალი გამარჯვებები გველის!

გმადლობთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)