Google+

სიახლეები

31.08.2011
მიხეილ სააკაშვილი ლიტვაში საქართველო-ბელგიის თამაშს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი პირველ ლედისთან სანდრა ელისაბედ რულოვსთან ერთად დღეს ლიტვაში საქართველოსა და ბელგიის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო. ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე ქართველი კალათბურთელების საქომაგოდ, შვიტურის არენაზე მიხეილ სააკაშვილი ოჯახთან ერთად მივიდა. საქართველოს პრეზიდენტს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი პირადად მასპინძლობდა. ლიტვის პირველმა დიპლომატმა მთელი მატჩის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტთან და ქართველ გულშემატკივარებთან ერთად უქომაგა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. წარმატებული მატჩის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული ნაკრების წევრებს პირადად მიულოცა ღირსეული გამარჯვება და სამომავლოდ წარმატება უსურვა.

თამაში ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც ბელგიის ნაკრები 22-ქულიანი სხვაობით (81 : 59) დაამარცხეს.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ქალაქ კლაიპედაში, საქართველოს ქუჩაზე მიმდინარე „საქართველოს დღეების" ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტი ლიტვაში ჩასულ ქართველ გულშემატკივრებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვადასხვა ქვეყნის ტურისტებს შეხვდა. ღონისძიების ფარგლებში ლიტვაში წარმოდგენილია ქართული კულტურის ნიმუშები - ნაციონალური ფოლკლორი, ცეკვები,  სამზარეულო და სხვა ტრადიციული ნაკეთობები.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)