Google+

სიახლეები

22.12.2005
საკადრო ცვლილება მთავრობაში

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილების შესახებ უშიშროების საბჭოს სხდომაზე პირველი განცხადება გააკეთა.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა კოტე კემულარიამ უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა დაიკავა. იუსტიციის მინისტრის პოსტი კი - ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გია ქავთარაძემ.

თანამდებობიდან გადააყენეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა კოპაძე, მის ნაცვლად პრეზიდენტმა ბაჩო ახალაია დაასახელა.

"ეს არის მცირე გადაადგილება, არავითარი გადაჯგუფება მოსალოდნელი არ არის. ყველა თავის საქმეს გააგრძელებს. ჩვენ გვექნება სულ უფრო ნაკლები ცვლილება და იშვიათად, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება აეწყო როგორც მოქმედი გუნდი, რომელსაც არ აქვს ექსპერიმენტების სურვილი. ჩვენი მინისტრები არიან ქმედითები, ისინი ეფექტურად შრომობენ, შედეგები სახეზეა. ერთ დღეში საქართველო ვერ აშენდება, მშენებლობის პროცესი კი სწრაფია, ამას ეს სახელისუფლებო გუნდი აკეთვებს. თუ შედეგი არ იქნება, ყველას გამოცლა შეიძლება განვიხილოთ, მე ამის აუცილებლობას დღეს ვერ ვხედავ. მთავრობა არის სტაბილური, ქმედითი ორგანო დაწყებული მინისტრებიდან, პრემიერ-მინისტრამდე დამთავრებული. ჩვენთვის არაფერი ისე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც სამოქალაქო სამსახურის ეფექტური ფუნქციონირება სტაბილურობის პირობებში - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)