Google+

სიახლეები

26.12.2005
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგარეჯოს ესტუმრა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საგარეჯოს რაიონს ესტუმრა, სადაც მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო სასადილოს გახსნას დაესწრო. სასადილო 100 ადამიანზეა გათვალისწინებული და ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით გაიხსნა.

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი პოლიკლინიკაც მოინახულა და ექიმებს პირობების გაუმჯობესებას და დაფინანსების გაზრდას დაპირდა. მან აღნიშნა, რომ ამ მხრივ მთელი საქართველოს მასშტაბით რთულ ვითარებაა და მომავალ წელს 50-60 პოლიკლინიკის შეკეთებაა დაგეგმილი. "აუცილებელია, რომ ყველა რაიონში 2-3 პოლიკლინიკა იყოს, რომლებიც თანამედროვე სამედიცინო ტექნიკითა და ლაბორატორიებით იქნება აღჭურვილი. ამ პროგრამის განხორციელებას თებერვალში საგარეჯოდან დავიწყებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა საგარეჯოში ახალი სპორტული მოედანი და ძიუდოს დარბაზი გახსნა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)