Google+

გამოსვლები და განცხადებები

22.04.2011
საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში რადარის გახსნის ცერემონიაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა

მოგესალმებით ყველას.

დღეს ჩვენ ვასრულებთ მორიგ დაპირებას. საფრანგეთის მხარესთან ერთად ვხსნით  ახალ, თანამედროვე რადარს, რომელიც არა მხოლოდ საჰაერო სივრცეს გააკონტროლებს უკეთესად, არამედ, რეალურად, საფუძველს უქმნის ფოთის ახალ, დიდ საერთაშორისო აეროპორტს.

საქართველოს მომავლის ჩვენეული ხედვა,  საქართველოს მოდერნიზაციის 2015 წლის გეგმა,  გულისხმობს იმას, რომ 2015 წელს საქართველოში ორჯერ მეტი შემოსავალი იქნება ერთ სულ მოსახლეზე; ასევე გულისხმობს იმას, რომ 2015 წელს საქართველოში იქნება მინიმუმ 5 მილიონი  ტურისტი და ვარაუდობ, რომ სრული დატვირტვით ამუშავებდება ჩვენი მთელი საპორტო სისიტემა.

ფოთის ფორტი გახდება მთავარი კარიბჭე ჩრდილოეთ ჩინეთიდან და შუა აზიის  ქვეყნებიდან,  ევროპის მიმართულებით. ფოთი იქნება 100-პროცენტიანი დასაქმების ქალაქი და სამუშაო კადრების დეფიციტიც კი შეგვექმნება. სახელწიფო ქვეყნის განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ჩვენი ამოცანა არ არის ის, რომ ათ, ოც და  ოცდაათ  წელიწადში ჰაერიდან მოტანილ პროექტებზე ვილაპარაკოთ. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ 2012 წელს ფოთის დიდი  საერთაშორისო აეროპორტი ამუშავდეს. ეს იქნება აეროპორტი, რომესაც ოპერირების საშეალება ნებისმიერი ამინდის პირობებში ექნება.

ფოთის აეროპორტი მოემსახურება და გადაფარავს ბათუმს იმის მიუხედავად, რომ ბათუმშიც არის აეროპორტი. თუმცა ფოთში უფრო დიდი ასაფრენი ზოლი გვექნება. ჩვენ ვარაუდობთ, რომ 2012 წელს ბათუმში და მის შემოგარენში, მინიმუმ  ორი მილიონი ტურისტი, დამსვენებელი და სტუმარი ჩამოვა.

ფოთი ასევე გადაფარავს მესტიას, სადაც 2012 წლისთვის ყველაზე ცნობილი და  წარმატებული სათხილამურო კურორტი იქნება, მინიმუმ, აღმოსავლეთ ევროპაში.

ფოთის აეროპორტი გადაფარავს ანაკლიასაც, რომელიც აქედან, დაახლოებით, 15 წუთის სავალზეა. აქედან ანაკლიამდე გაიჭრება გზაც და ანაკლია იქნება  ყველაზე განვითარებული საზღვაო კურორტი საქართველოსა და შავი ზღვისპირა ექვსი ქვეყნის მასშტაბით.  

ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც მივიღებთ და გავაკეთებთ კიდეც. ყოველივე ამას ჩვენ 2012 წლისთვის გავაკეთებთ, ხოლო 2013 წელს მთელი ეს კომლექსი საბოლოოდ დასრულდება.

ამგვარად, ფოთის აეროპორტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა და ის მოემსახურება მომავლის ქვეყნის შექმნას - საქართველო კი სწორედ მომავლის ქვეყანაა.

საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი წარსული და დიდი ტრადიციები. ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელსაც არა მარტო ამდენად დიდი  წარსული აქვს, არამედ, ძალიან დიდი მომავლის მყარი გარანტიებიც.

იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს მწყობრში შევიყვანთ  ქუთაისის აეროპორტსაც.

აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ აქ ბევრმა ავიაკომპანიამ იფრინოს. ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ ბილეთები ბაზარზე შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე იაფი იყოს, რადგან ეს განაპირობებს უფრო მეტი ხალხის ჩამოსვლას. ამით ქართველებიც ისარგებლებენ და ადვილად შეძლებენ საქმიანი ვიზიტებით აქეთ-იქით გადაადგილებას, რაც უფრო დიდ პერსპექტივას შეუქმნის საქართველოს ეკონომიკას.

ამის პარალელურად, მომავალ წელს ფოთის პორტში იგეგემება ახალი, ძალიან დიდი ინვესტიციების განხორციელება. იცით, რომ გარშემო მშენებლობების დიდი ფრონტის გახსნას ვგეგმავთ. აშენდება არა მარტო ვაჭრობისა და ლოჯისტიკის იფრასტრუქტურა, არამედ ახალი, დიდი ჰიდროელექტროსადგურებიც, რომელთა მშენებლობა წელს დაიწყება და მომავალ წელს ფართოდ გაიშლება. იქ რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დასაქმდება და რაც მთავარია ეს არის მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, რომელიც, რეალურად, აამუშავებს ინდუსტრიას.

ფოთში რამდენიმე საწარმოს და ქარხნის აშენებას ვარაუდობთ და ამასთან დაკავშირებით, უკვე არის გარკვეული კონტრაქტები და ვალდებულებები. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ  ამ ქალაქში, როგორც მთლიანად საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი სოციალური პრობლემაა, ფოთი, როგორც ჩვენი ეკონომიკური წარმატების გარანტია და ქვეყნის განვითარების სიმბოლო, ნამდვილად დაგება ფეხზე და ბოლომდე გაიმართება წელში.

მინდა განსაკუთრებით, ხაზგასმით აღვნიშნო იმ თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც საფრანგეთის მხარესთან გვაქვს. მას შემდეგ, რაც თბილისში ჩვენი რადარები დაიბომბა, ფრანგებმა ზუსტად სამ-ოთხ თვეში დააყენეს ახალი რადარი. არასდროს მინახავს სადმე ასე ოპერატიულად ემოქმედოს რომელიმე საერთაშორისო პროგრამას, მათ შორის ჩვენთანაც, იმის მიუხედავად, რომ ჩვენც საკმაოდ სწრაფად ვაკეთებთ ყველაფერს. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ამ რადარზეც ფრანგები მუშაობდნენ.

ჩვენ თანამშრომლების,  საქართველოს  იფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ძალიან დიდი გეგმები გვაქვს.

საფრანგეთს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტუქტურა და საინჟირნო გამოცდილება აქვს და საფრანგეთი დღეს, ალბათ, ყველაზე მეტად ეხმარება  საქართველოს ქვეყნის მოდენიზაციის საქმეში სწორედ ამ მიმართულებით.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)