Google+

შეხვედრები და ვიზიტები

17.07.2012
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის არმიის მეთაურს ევროპაში, გენერალ ლეიტენანტს მარკ ჰართლინგს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს აშშ-ის არმიის მეთაურს ევროპაში, გენერალ-ლეიტენანტს მარკ ჰერთლინგს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა სამხედრო სფეროში არსებული მხარდაჭერა იყო. მხარეებმა ყურადღება, ასევე, ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობაზე გაამახვილეს. მათ იმ მნიშვნელოვან წვლილზეც ისაუბრეს, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით შეაქვს. მარკ ჰერთლინგმა ხაზგასმით აღნიშნა ქართველი ჯარისკაცების სიმამაცე, თავდადება და პროფესიონალიზმი, რომელიც მათ ISAF-ის პროგრამის ფარგლებში გამოიჩინეს. გენერალ-ლეიტენანტის თქმით, ამ მხრივ, ქართული კონტიგენტი განსაკუთრებით გამოირჩევა. მარკ ჰერთლინგმა ავღანეთში სამხედრო მისიის შესრულების დროს დაჭრილ ქართველ კაპიტანთან ალექსანდრე ტუღუშთან შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა.

„ეს არის ჯარისკაცი, რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი და მთავარ საზრუნავად მაინც მისი თანამებრძოლები რჩებოდა. ალექს ტუღუში მამაცი ადამიანია. ის ისეთივე გულადი იყო საავადმყოფოში, როგორიც ბრძოლის ველზე. იგი ცნობილი ადამიანია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ახლა მას მკურნალობენ. იგი გმირია მთელი ქართველი ერისათვის“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა.

მარკ ჰერთლინგი საქართველოდან 18 ივლისს გაემგზავრება.

ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია ამერიკული ჯარების ოპერაციების კოორდინაციაზე 51 ქვეყანაში. ევროპაში ამერიკული არმია წვრთნის და მართავს შეიარაღებულ ძალებს ევროპაში ამერიკული სარდლობისა და შტაბის მხარდასაჭერად წვრთნების საშუალებით და ამზადებს ძალებს გლობალური საქმიანობისთვის. ამას გარდა, ევროპაში აშშ-ის არმია აძლიერებს ალიანსს და აგებს პარტნიორთა შესაძლებლობებსა და სიმძლავრეს, რაც აგრეთვე გამოიხატება ავღანეთში მომსახურე ქართველ ჯარისკაცთა წვრთნაში, რომლებიც გადიან წვრთნებს ჰოჰენფელსში, გერმანიაში, ავღანეთში მისიის დაწყებამდე. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)