Google+

შეხვედრები და ვიზიტები

18.11.2011
საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ტრანსპორტის საკითხებში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ტრანსპორტის საკითხებში სიიმ კალასს  შეხვდა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის სამომავლო ურთიერთობების ფარგლებში, მხარეებმა სატრასპორტო სფეროში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს. მათ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებასა და ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციის პროცესზეც გაამახვილეს ყურადღება. 

„ვიცი, რომ სატრანსპორტო საკითხებთან დაკავშირებით, ვერა ქობალიასთან მჭიდროდ თანამშრომლობთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამ მიმართულებით ბევრი რამ გამოვასწორეთ. ეკონომიკის მინისტრმა ყველა თქვენი რჩევა გაითვალისწინა. ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მხრივ, ჩვენ ყველა საკითხში გვაქვს მხარდაჭერა. ორი დღის წინ აქ იმყოფებოდა ქეთრინ ეშტონი, მანამდე კი საქართველოს ნიკოლა სარკოზი სტუმრობდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი. გუშინ ევროკავშირმა საქართველოსთან დაკავშირებით ისტორიული რეზოლუცია მიიღო და ყოველივე ეს ჩვენთვის ძალზე კარგ გარემოს ქმნის“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა სიიმ კალასთან საუბრისას.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, შეხვედრისას, საქართველოს მიერ  ამ მიმართულებით  მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო სამაგალითოა. მხარეებმა ასევე სატრანსპორტო სფეროს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა საჰაერო მიმოსვლაზე გაამახვილა ყურადღება.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოთა შორის საქართველო ლიდერია. სატრანსპორტო საკითხებში ძალზე მნიშვნელოვანია საჰაერო მიმოსვლა. ამ მხრივ, მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს უკრაინასთან და აზერბაიჯანთან. ავიაციის საკითხში აუცილებელია საერთაშორისო  ნორმების დაცვა. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ახლო მომავალში, ვფიქრობ, საქართველო ახალ სერთიფიკატსაც აიღებს“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.   

მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ აუცილებელია თანამშრომლობა საზღვაო ტრანსპორტირების თვალსაზრისით. მისი თქმით, იმ 18 ათას მეზღვაურს, რომელიც საქართველოს ჰყავს, დასაქმებისა და მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეს.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელი ფილიპ დიმიტროვი ესწრებოდნენ.

სიმ კალასი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.   



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)