Google+

შეხვედრები და ვიზიტები

11.11.2011
საქართველოს პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან გამართა შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ლონდონში იმყოფება, პირველი შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან გამართა. მან კიდევ ერთხელ ღიად გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. შეხვედრისას, კამერონმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, პრეზიდენტს მსო-სთან დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკების დასრულება და შეთანხმების გაფორმება მიულოცა და ქვეყანას შემდგომი წარმატებები უსურვა.

„ბრიტანეთსა და საქართველოს ძალიან კარგი მეგობრობა და ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, მხარს ვუჭერთ თქვენი ქვეყნის გაწვრიანებას ნატო-ში. აღფრთოვანებული ვარ თქვენს მიერ განხორციელებული ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმებით და იმ წარმატებით, რასაც ბოლო პერიოდში მიაღწიეთ. მოხარული ვარ, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების გვერდით იმყოფებიან ბრიტანელი სამხედროებიც. მსურს აღვნიშნო, რომ თქვენი ჯარისკაცები განსაკუთრებული სიმამაცით გამორირჩევიან“, -   განუცხადა დევიდ კამერონმა მიხეილ სააკაშვილს პირისპირ საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა აგვისტოს ომის დღეებში დევიდ კამერონის თანადგომა ჩვენი ქვეყნის მიმართ. მიხეილ სააკაშვილმა ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„უპირველესად, მსურს გითხრათ, რომ თქვენ განსაკუთრებული ადგილი გაქვთ  ქართველი ხალხის გულში, რადგან ჩამოხვედით სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენი დედაქალაქი იბომბებოდა. მაშინ თქვენ ოპოზიციის ლიდერი იყავით და  ხელმძღვანელის გასაოცარი თვისებები გამოიჩინეთ. არასდროს დავივიწყებთ იმ მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც საქართველოსთვის მძიმე წუთებში გააკეთეთ. ლიბიის შემთხვევამ ყველას დაგვანახა, რომ ევროპას ბიუროკრატიის გარდა, პოლიტიკისა და პოლიტიკური ლიდერობის დიდი ისტორიაც აქვს. თუ ვინმეს  ამის შეხსენება სჭირდებოდა, თქვენ ეს შთამბეჭდავად გააკეთეთ. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს ხალხებისთვის და სწორედ ამიტომ ვართ თქვენი მადლობელი. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობისა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავდებას“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა დაუნინგ სთრითზე გამართული შეხვედრისას. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)