Google+

შეხვედრები და ვიზიტები

29.07.2011
მიხეილ სააკაშვილი პერუში ვიზიტს აგრძელებს

ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩასული მიხეილ სააკაშვილი, პერუში ვიზიტს აგრძელებს. ინაუგურაციის ცერემონიალის გარდა, ლიმაში პერუს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიც იმართება, რაც ორ დღეს გასტანს. საქართველოს პრეზიდენტი დაგეგმილ ღონისძიებებში, ოლანტა ჰუმალას  პირადი მიწვევით მონაწილეობს. მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აღლუმსაც დაესწრება.  

საქართველოს პირველი პირი პერუში რეგიონის ქვეყნების სხვა ლიდერებთანაც მართავს შეხვედრებს. იგი უკვე შეხვდა პანამის პრეზიდენტს რიკარდო მარტინელს, რომელთანაც ორმხრივი ურთიერთობისა და რეგიონალური მნიშვნელობის საკითხები განიხილა. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ლიმას მერთან სუზანა ვილარანთან, რომელიც საქართველოში განხორციელებული რეფორმებითა და მიღწეული წარმატებებით დაინტერესდა. საუბარი ასევე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსაც შეეხო. მხარეებმა ქალაქების დამეგობრების პერსპექტივაც განიხილეს.

მიხეილ სააკაშვილი ალეხანდრო ტოლედოსაც შეხვდა, რომელიც პერუს პრეზიდენტი 2001-2006 წლებში იყო.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)