Google+

ბრიფინგები

23.04.2013
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს ბრიფინგი გამართა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც მან ევროსაბჭოს  საპარლამნეტო ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან დაკავშირებით გააკეთა. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, თითქოს, მასთან საუბრისას, მიხეილ სააკაშვილმა  დაადასტურა ის, რომ ტელეკომპანია „რუსთავი2“ მისია და პრეზიდენტი ამას  საჯაროდაც იტყოდა.  

„მინდა პრეზიდენტის სახელით განვაცხადო, რომ მსგავსი საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არ ყოფილა და ის, რაც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სრული სიცრუეა“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code