Google+

ბრიფინგები

04.10.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი 

ტრადიციულ ბრიფინგი მანანა მანჯგალაძემ ამ კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენით, ნიკოლა სარკოზის ვიზიტით დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში 7 ოქტომბერს ჩამოვა და მიხეილ სააკაშვილთან ერთად, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართავს.

„დარწმუნებული ვართ, რომ ეს ვიზიტი გარდამტეხი გახდება საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოების გზაზე. მოგეხსენებათ, ნიკოლა სარკოზი ის ადამიანია, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე რთულ და მძიმე პერიოდში, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, ჩვენს  გვერდით – საქართველოსა და  ქართველი ხალხის გვერდით დადგა. ახლაც,  მისი ჩამოსვლის  ძირითადი მიზანი, სრულიად  განსხვავებული და განსაკუთრებული  მხარდაჭერის დადასტურებაა, რომელიც  ჩვენს ქვეყანას საფრანგეთისა და, მთლიანად, ევროკავშირის მხრიდან აქვს“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძე გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებსაც შეეხო და აღმოსავლეთ პრტნიორობის სამიტზე ისაუბრა, რომელიც ვარშავაში გაიმართა.

„ვფიქრობ, ეს ევროპასთან დაახლოებისა და ინტეგრაციისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ვარშვის სამიტის მსვლელობისას, ევროპული სახელმწიფოებისა და ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერთა განცხადებები ამის   უდავო დასტურია. ის ადგილი და განსაკუთრებული როლი, რომელიც  ამ ურთიერთობების თვალსაზრისით საქართველოს აკისრია, ასევე ის რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება, დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის ბევრად უფრო სწრაფი დაახლოების წინაპირობა გახდება“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მანანა მანჯგალაძე ყურადღება გაამახვილა, თელავში გამართული შუალედური არჩევნების თემა იყო.

„აღსანიშნავია, რომ შუალედური არჩვენები ამომრჩეველთა უჩვეულოდ მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა, რაც ნამდვილად კარგი ნიშანია და იმას მიუთითებს, რომ საზოგადოებას იმ რეფორმებსა და ცვლილებებში სურს მონაწილეობა, რომელიც საქართველოში ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში, სტანდარტების სრული დაცვით, ყოველგვარი ხარვეზების გარეშე გაიმართა. იმედი გვაქვს, სწორედ ასეთი არჩევნები გვექნება ერთ წელიწადში, როდესაც ამომრჩველი საარჩვენო უბანში საკუთარი არჩევანის გასაკეთებლად მთელი საქართველოს მასშტაბით მივა“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code