Google+

საქართველო მსოფლიო მედიაში

28.02.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „სი-ენ-ენ-ს" ინტერვიუ 
მისცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „სი-ენ-ენ"-ს ინტერვიუ მისცა, სადაც რუსეთ-საქართველოს ურთირეთობაზე, ბუნებრივი აირის გაძვირებასა და საქართველოს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა."

„საქართველო რუსულ გაზში პოლიტიკურ ფასს არ გადაიხდის" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სი-ენ-ენ-ის ეთერით განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის ტარიფის მომატებას ეკონომიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მიმდინარე ზამთარში გაზის ალტერნატიული წყაროს მოძიების თვალსაზრისით, საქართველო განსაკუთრებულ იმედებს მეზობელ აზერბაიჯანზე ამყარებს: „ძალიან ვღელავ ჩემი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე, ასევე უნდა იყვნენ ევროპელებიც. ბუნებრივი აირის კრიზისის გამოცდილება გასული წლის იანვარში მივიღეთ, ამიტომ წლევანდელ ზამთარს განსაკუთრებით მომზადებულები ვხვდებით. ოპტიმიზმის საუფუძველს კი, გაზის ალტერნატიული წყაროების არსებობა გვაძლევს. რუსეთი ბუნებრივი აირის საფასურს გვიძვირებს და ამას საბაზრო პრინციპებით ხსნის, თუმცა გარწმუნებთ, რომ ტარიფების გაზრდას ეკონომიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ რუსულ გაზში პოლიტიკური საფასურის გადახდას არ ვაპირებთ და ალტერნატიულ წყაროებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, განსაკუთრებულ იმედებს მეზობელ აზერბაიჯანზე ვამყარებთ, რომელიც საქართველოს მეგობარ ქვეყნებს შორის ირიცხება. მიუხედავად პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისა, მეგობრული ურთიერთობა რუსეთთანაც გვსურს, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა მოსკოვისგან პასუხად არაფერს ვიღებთ.

ურთიერთობის გაუმჯობესება დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. დარწმუნებული ვარ, ის სანქციები, რომელიც რუსეთმა დაგვიწესა და ის უსამართლო ეკონომიკური ზეწოლა, რომელიც მან საქართველოში განახორციელა, მალე დასრულდება" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code