Google+

ადმინისტრაციის სიახლეები

06.10.2011
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სომხეთის რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავჯდომარეს  შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ტყეშელაშვილი სომხეთის რესპუბლიკის კონტროლის პალატის თავჯდომარეს, იშხან ზაქარიანს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებისა   და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. სომხური მხარე საქართველოს, ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმების  გაცნობისა და ამ გამოცდილების გაზიერების მიზნით სტუმრობს. შეხვედრას სომხეთის ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლები და  კონტროლის პალატის თავჯდომარე ლევან ბეჟაშვილი ესწრებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთის კონტროლის პალატებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც ორმხრივი თანამშრომლობის  ჩამოყალიბებას, საჯარო სექტორის აუდიტის სფეროში შეხედულებების, ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს .




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code