Google+

ადმინისტრაციის სიახლეები

07.06.2013
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

მოგახსენებთ, რომ 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი შემცირდა ხუთჯერ. ასევე, 2012 წელთან შედარებით, დაახლოებით, 5 მილიონი ლარით შემცირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯი.

ბიუჯეტის შემცირების გამო, პრეზიდენტის ადმინისტრაციას წელს გარკვეული პრობლემები ექმნება, ამიტომ  საჭირო ხდება შესაბამისი ფინანსური ღონისძიებების განხორციელება. ერთ-ერთი ასეთი ფინანსური ღონისძიებაა კვარტალური ცვლილება, რასაც წლების განმავლობაში ყველა უწყება მიმართავდა და დღემდე მიმართავს. ეს ჩვეული სამუშაო პროცესია და აქ განსაკუთრებული არაფერია.

შესაბამისად, მიმდინარე წლის 23 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თხოვნით მიმართა ფინანსთა სამინისტროს მესამე და მეოთხე კვარტალში გათვალისწინებული თანხის ნაწილი გადმოეტანა მეორე კვარტალში მიმდინარე და წარმოქმნილი ვალდებულებების შესასრულებლად.  

საგულისხმოა, რომ არც მესამე და არც მეოთხე კვარტლის ასიგნებებიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ მოუთხოვია სრული თანხის გადმოტანა და ფინანსთა სამინისტროს მოსთხოვა მხოლოდ ნაწილი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფინანასთა სამინისტრო მეოთხე კვარტლის ასიგნებებიდან,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნით, მეორე კვარტალში გადმოიტანდა 200 ათას ლარს, აღნიშნული ცვლილების შემდგომ, ამავე კვარტალში რჩებოდა კიდევ 950 ათასი ლარი.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code