Google+

გამოსვლები და განცხადებები

17.09.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისის აეროპორტის არქიტექტორებსა და მშენებლობაში მონაწილე სხვა პირებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა

 ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და საქართველოს წინაშე ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებითა და ღირსების ორდენებით არქიტექტორთა ჯგუფი და ის ადამიანები დააჯიდლოვა, რომლებმაც ქუთაისსა და სხვა ქალაქებში აეროპორტების მშენებლობაში მიიღეს მონაწილეობა.

მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს აეროპორტი ააშენა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ისტორიული აეროპორტია. ეს ისტორია ყოველთვის დადებითი არა ყოფილა, რადან ეს აეროპორტი ჩვენი ქვეყნის ოკუპანტმა არაერთხელ დაბომბა, როდესაც ჩვენ აქ აღსადგენ სამუშაოებს ვასრულებდით.

ძალიან ბევრი ნაღმი ამოვიღეთ, მაგრამ ეს აეროპორტი ქუთაისის მომავალია.

დღეს ქუთაისში არის საქართველოს ყველაზე თანამედროვე აეროპორტი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ეფექტიანი და ეკონომიკურად გამართლებული.

ქუთაისის აეროპორტი ჩვენი ფანჯარაა ევროპაში, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება.

აქ არის ყველაზე დაბალფასიანი ბილეთები, ყველაზე ოპერატიული კომუნიკაცია ევროპასთან.

ბევრი ქართველი ახალგაზრდა, რომელიც სასწავლებლად ან მსოფლიოს სანახავად მიდის, მიდის სწორედ ქუთაისიდან.

ბევრი ქართველი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, ჩამოდის ქუთაისში.

ბევრი უცხოელი ტურისტი, მათ შორის ასობით ათასი პოლონელი, უკრაინელი, რუსი, გერმანელი ამ ზაფხულს და ზოგადად, ამ დროის განმავლობაში, ჩამოვიდა ქუთაისიდან.

მე ძალიან ვამაყობ ამ აეროპორტით და იმ ხალხით, ვინც ეს გააკეთა.

ამ აეროპორტის მშენებლობა ჩვენ დროულად მოვასწარით. ეს არის იმ ეპოქის აღმშენებლობის პროდუქტი, რომელიც ნგრევის პროცესმა შეცვალა.

რაც ვერ მოვასწარით, მაგალითად, ფოთის აეროპორტი, ყველაფერი გაჩერდა, გვქონდა გეგმები გურიაში მერიის აეროპორტთან დაკავიშრებით - დაივიწყეთ!

თქვენ იცით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თავიდან ძალიან ხშირად მაკრიტიკებდა ხშირი ვიზიტებისთვის, თავად ჩაჯდა ამ თვითმფრინავში და პირველი, რაც მან დაშვების შემდეგ განაცხადა, იყო ის, თუ რა ცუდ მდგომარეობაშია თბილისის ასაფრენი ზოლი.

თბილისის ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა ჩვენ შარშან ზაფხულში დავიწყეთ და პრემიერის პირადი გადაწყვეტილებით, 2 ნოემბერს შეჩერდა.

როგორც ჩანს, პრემიერს ვერავინ გაუბედა ეთქვათ: ბატონო ბიძინა, თქვენ გააჩერეთ ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა, გიორგი კარბელაშვილმა დაიწყო, მაგრამ თქვენ გააჩერეთ.

ამ აეროპორტის მშენებლობაც კარბელაშვილმა დაიწყო, მაგრამ ვერ გააჩერეს, კარბელაშვილმა მისი დასრულება მოასწრო.

ისევე როგორც ეზუგბაიამ დაიწყო თბილისის შემოვლითი რკინიგზა - უზარმაზარი პროექტი.

გუშინ პრემიერმა თავად თქვა, რომ ეს მან გააჩერა და კიდევ ბევრი რამ აქვს გასაჩერებელი. ადრე ვამბობდით: ასაშენებელი კიდევ ბევრია, ახლა კი გვყავს მთავრობა, რომელიც ამბობს: რომ გასაჩერებელი კიდევ ბევრია.

მე ვამბობდი: ფრთხილად ვიყოთ, რადგან გამჩერებლები და მნგრეველები მოდიან. არ დამიჯერეს...

ეს აეროპორტი აშენებულია, დღეს კი ვაჯილდოვებთ ძალიან ბევრ ადამიანს, რომელსაც სამსახური აღარ აქვს. ამ ხალხმა შექმნა მესტიის აეროპორტი, რომელიც დღეს გაჩერებულია; მათ შექმნეს ქუთაისის აეროპორტი, ბათუმის აეროპოტი, მოახდინეს თბილისის მოდერნიზაცია; ისინი აშენებდნენ ფოთის აეროპორტს, მერიის აეროპორტს გურიაში.

თუმცა ჩვენ დროებით ვართ გაჩერებული, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

ის ხალხი, რომელიც სამსახურებიდან დაითხოვეს, უცილებლად გააგრძელებს შენებას.

ჩვენ აუცილებლად დაგვჭირდება საუკეთესო უცხოელი არქიტექტორები. ქუთაისი ძალიან ლამაზი ადგილია და ამ აეროპორტს მისი შესაფერისი არაჩვეულებრივი დიზაინი აქვს.

მინდა ყველას ვუთხრა - ახლა გეგმაში აქვთ ქუთაისის, როგორც ქალაქის განადგურება.

ასევე გააჩერეს ახალი თბილისის პროექტი, რომელიც ქალაქს ამოსუნთქვის საშუალებას მიცემს.

მათ ასევე გააჩერეს სამეგრელოსთვის მთავარი პროექტი - ლაზიკა.

გააჩერეს ბათუმისა და საქართველოს მთვარი პერსპექტივა - ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

ხვალინდელი კენჭისყრით, რეალურად, ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას აპირებენ, რადგან კვორუმის ორ მესამედზე დაწევა, სხვა არაფერია თუ არა ქუთაისის მიწასთან გასწორება.

ვფიქრობ, ეს არ გამოვა.

ეს აეროპორტი არის სიმბოლო, რომ ქუთაისს აქვს მომავალი, ქუთაისს აქვს ეკონომიკური პერსპექტივა.

ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი უცხოელი არქიტექტორი და ასევე ქართველები, რომლებმაც ისწავლეს შენება და დიზაინი.

საუკეთესო კომპანიაა UNStudio. ძლიან მაგარია, რადგან ყველაფერს ძალიან სწრაფად ასრულებს. ჩვენ გვიყვარს სწრაფად შენება, ხოლო ვიღაცას უყვარს სწრაფად შეჩერება.

ფაქტია, რომ შეჩერებას თავის ყავლი აქვს, რომელიც მალე გავა.

როდესაც 200-მილიონიან პროექტს აჩერებ ისე, რომ კაბინეტიდან არ გამოსულხარ, არც კი ინტერესდები რა პროექტია და არც გინახავს, ხელაღებით არ უნდა მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება. ნუთუ არ უნდა დაინტერესდე რა გააკეთეს იქ - იქ ხომ შენი მოქალაქეები მუშაობენ.

გააჩერეს თბილისის აეროპორტის ასაფრენი ზოლი, სამაგიეროდ, თურმე 15-ში ქუთაისის საერთასორისო ანძის გახსნას აპირებენ, რომელიც უკვე დიდი ხანია აშენებულია და დგას.

სამშენებლო ღობესაც არ ხსნიან...

აბსურდის თეატრის გენიოსებსაც არ მოსვლიათ თავში ისეთი სისულელეები, რაც საქართველოში ახლა ხდება.

ყველაფერი გვერდზე გადავდოთ...

მინდა ჩვენი არქიტოქტორები და მეგობრები დავაჯილდოვოთ.

საუკეთესო არქიტექტორებისა და ჩვენი მეგობრების, ჰოლანდიელების მიმართ ჩემი სისუსტე ცნობილია.

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო დიზაინერს, ფრანს ვან ვუურეს მინდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადავცე.  

ასევე ვაჯილდოებთ ამ აეროპორტის სულისჩამდგმელს, ამჟამად მოძულებულსა და გვერდზე გაწეულ გიორგი კარბელაშვილს. ორდენი გადაეცემა ასევე გიორგი კანდელაკს. იგი იყო ადამიანი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ამბობდა აქ საუკეთესო აეროპორტი,  საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებისა და იაფი ავიაკომპანიების ცენტრი უნდა იყოსო.

ორივეს გადაეცემათ ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები.

გიორგი კარბელაშვილს უკვე მიღებული აქვს წმინდა გიორგი ორდენი, იმისათვის, რომ სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან დაიხსნა ჩვენი მეზღვაურები. მან ააშენა აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი ანძა, გიორგიმ გააკეთა ბათუმის აეროპორტი, მესტიის, ზუგდიდის აეროპორტები, აშენებდა ფოთს და მერიის აეროპორტებს, ასევე თბილისის აეროპორტიც მისი პროექტი იყო. ეს კაცი ახლა ამაგრებს პარლამენტს, არადა იგიუნდა აქტიურად იყოს ჩართული საქმეში.

სამწუხაროა, რომ ამის საშუალება აქ მყოფ ძლიან ბევრი აქტიურ ადამიანს აღარ აქვს...

დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის.

ეს არის აეროპორტი, რომლის აშენებაც მოვასწარით და კიდევ ბევრს მოვასწრებთ მომავალში. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)