Google+

გამოსვლები და განცხადებები

12.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი: „ფოთში ყველა ქუჩა ამ ტაძართან მოდის“

 

თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო თანამოქალაქენო,

უპირველეს ყოვლისა, მინდა დღევანდელი დღესასწაული -კვირაცხოვლობა, ანუ აღდგომის განახლება მოგილოცოთ. ეს ტაძარი სწორედ განახლების სიმბოლოა - ამ ქალაქის, საქართველოს განახლების სიმბოლო.

მართლაც, საქართველოში ისევე, როგორც არის ახალი ათონი, არის ახალი აია სოფიაც.

აქ ბევრი რამ ითქვა სახელმწიფოს როლზე, თუმცა  ეს მთავარი არ არის. მთავარია ის, რომ მშენებლები აქ დღე და ღამე მუშაობდნენ; მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე, საკუთარი ხელით წმენდდნენ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას და მშენებლობაში შექონდათ წვლილი; თითოეული ის ადამიანი, რომელმაც თუნდაც მოკრძალებული თანხა შემოწირა ტაძარს  იმის დამატებით, რაც სახელმწიფომ გაიღო.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამ ადამიანს.

ამ ქალაქში, ფოთში ყველა - 12 ქუჩა მოდის ამ ტაძართან.

ტაძარში კიდევ დარჩა გასაკეთებელი - მინდა, რომ მთელი გუმბათი მოოქროვდეს. ჯერჯერობით, რაც შევძელით, ეს არის- ძირითადი ნაწილი უკვე მოოქროვებულია, მაგრამ, საბოლოოდ, უკლებლივ ყველა ნაწილი უნდა მოოქროვდეს.

ამას გარდა, ტაძარი შიგნიდან არის მოსახატი და მოზაიკაა გასაკეთებელი; ასევე სხვა დეტალებია დასამატებელი, მაგრამ თანდათან ყველაფერი გაკეთდება.

მთავარია, რომ ამ ადგილზე ისევ ღვთის ტაძარია.

აქ იყო ძალიან კარგი თეატრი საუკეთესო კოლექტივით, თუმცა მათი ადგილი ტაძარში არ იყო. ამიტომ, ფოთის თეატრისთვის აშენდა და ვიმედოვნებ, დამთავრდება კიდეც ძალიან კარგი, ახალი შენობა.

ტაძრის აღმშენებლობამ, რა თქმა უნდა, არ უნდა შეაჩეროს ფოთში არსებული დიდი თეატრალური ტრადიცია, რომელი აუცილებლად გაგრძელდება.

მსურს, დიდი, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას და მეუფე გრიგოლს.

პირადად ვარ მომსწრე იმისა, თუ როგორ იბრძოდა მეუფე გრიგოლი, იღწვოდა და ხანდახან ჩხუბობდა კიდეც, რათა ტაძრის მშენებლობა  დროულად დასრულებულიყო.

დღეს აქ არის ბევრი ადამიანია შეკრებილი. აქ არის მამაო, რომელმაც აქ საკუთარი ხელით ააგო პირველი ეკლესია ფოთში. ასეთი მამებიც ქმნიდნენ ამ ტაძარს და, ზოგადად, სულიერებას აქ, ამ მშვენიერ ქალაქში.

მსურს ყველას დიდი მადლობა ვუთხრა.

ნიშნად იმ დიდი ღვაწლისა, რომელიც მეუფე გრიგოლმა ამ ტაძრის მშნებელობისას გაწია, მინდა იგი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დავაჯილდოვო.

 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)