Google+

გამოსვლები და განცხადებები

04.05.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა

ჩვენ ბავშვობაში აღდგომა იყო ერთადერთი საეკლესიო დღესასწაული, რომელიც ჩვენ ვიცოდით და ამ დღისთვის მთელი წელი საგანგებოდ ვემზადებოდით ხოლმე. 
აღდგომა არის სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე, მომავლის გამარჯვება ცუდ წარსულზე და 2008 წლის შემდეგ პირველად, ალბათ, ახლა ჰგონია ჩვენ მტერს, რომ ახლოს არის საქართველოს საბოლოო დამარცხებასა და განადგურებასთან, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან ცდება. 
დარწმუნებული ვარ, საქართველო გადალახავს ყველა სიძნელეს, ჩვენ გავაგრძელებთ განვითარებას, ავღორძინდებით და გავმთლიანდებით. 
ამ დღესასწაულს მე ოჯახთან ერთად კახეთში ვხვდები და ვამაყობ იმით, რომ ბოლო წლებში აქ, გარშემო რამდენიმე დიდი ტაძარი აღვადგინეთ. 
ძალიან ვამაყობ, რომ აქედან რამდენიმე ასეულ მეტრში არის ნეკრესის უძველესი და ულამაზესი მონასტერი, მლიანად, შემოგარენთან ერთად აღვადგინეთ. 
აქვე არის გრემი, არც ისე შორსაა ალავერდი, რომელიც ჩვენ  ჯერ კიდევ დასამთავრებელია... 
ასევე მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე დღეში, 12 მაისს ყველანი დავესწრებით ფოთის უზარმაზარი და ულამაზესი ტაძრის - ქართული „აია სოფიას“ კურთხევას. 
მინდა ამ დიდებული ტაძრის გახსნაზე, ფოთში დავპატიჟო გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის, აჭარის მთელი საქართველოს მცხოვრებლები. 
ამ ტაძრითაც ისევე ძალიან ვამაყობ, როგორც სხვა ტაძრებით, რომლებიც ბოლო წლებში გავაკეთეთ. 
მინდა ყველა ქართულ ოჯახს ვუსურვო ბედნიერება და უკეთესი მომავალი, მხნედ ყოფნა და გამარჯვება. 
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
 

საქართველოს პრეზიდენტმა , მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)