Google+

გამოსვლები და განცხადებები

14.11.2012
მიხეილ სააკაშვილისა და მარტინ შულცის ერთობლივი ბრიფინგი

ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი

ბატონებო და ქალბატონებო,

მივესალმები პრეზიდენტ სააკაშვილს აქ, ევროპის პარლამენტში. ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, რომლის დროსაც ერთმანეთს საკუთარი ხედვა გავუზიარეთ.

გუშინ აქ იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ის, რაც მასთან ვთქვი, დღეს მიხეილ სააკაშვილთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნე.

ევროკავშირი დიდი ინტერესითა და ღელვით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

ის, რაც ქვეყანას ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ სჭირდება, არის წინდახედული და ფრთხილი გარდამავალი პერიოდი.

იგივე საკითხი გუშინ ახლადარჩეულ პრემიერთანაც განვიხილე.

ეს არ არის პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან და იმის კარგი მაგალითი, რომ ეს შესაძლებელია, არის საფრანგეთი.

ვფიქრობ, კონსტიტუციის პატივისცემა ამის კარგი საფუძველია.

შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2013 წლის ოქტომბერში გაიმართება და თქვენ და ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრმა თანაარსებობა, მინიმუმ, შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა შეძლოთ.  

ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს რეგიონში.

თქვენს ქვეყანას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონალური განვითარებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით.

ამიტომ სტაბილური მთავრობა და სტაბილური თანაშრომლობა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისა და ევროკავშირისთვის.

ეს არის მიზეზი, რის გამოც ევროპარლამენტის სახელით, გუშინ პრემიერ-მინისტრს მივმართე და დღეს საქართველოს პრეზიდენტთანაც იგივე გავიმეორე.

იმედი მაქვს, ჩემს რჩევას გაითვალისწინებს ორივე პასუხისმგებელი პირი ქვეყანაში.

ჩვენ თვალს ვადევნებთ მთავრობისა და პრეზიდენტის მიერ მიღებულ ზომებს. უფრო მეტიც, მე და პრეზიდენტი სააკაშვილი შევთანხმდით, რომ უნდა შევინარჩუნოთ მჭიდრო კონტაქტი.

პრეზიდენტმა საქართველოში მომიწვია და ჩემთვის ეს დიდი პატივია.

თუ შესაძლებლობა მომეცემა, აუცილებლად ვესტუმრები თქვენს ქვეყანას.

უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ამიტომ, ზუსტ დროს ვერ ვასახელებ.

დიდ მადლობას ვუხდი პრეზიდენტს მოწვევისთვის.   

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მადლობას მოგახსენებთ.

ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა.

მე ორჯერ მომეცა საშუალება ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვსულიყავი. ამის პატივი მსოფლიოს ძალიან ცოტა ლიდერს თუ აქვს.

ჩვენ ისე, როგორც არასდროს, მჭიდროდ ვართ მიბმული ევროპულ ინსტიტუტებზე.

აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ საქართველო და ევროკავშირი კიდევ უფრო დაუახლოვდეს ერთმანეთს და მივიღოთ ევროპული პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე მივაღწიეთ სავიზო რეჟიმის გამარტივებას და ახლა გვჭირდება, რომ  ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი პროგრესის გზით წავიდეს.

ჩვენ უკვე მივუახლოვდით ასოცირებული წევრობის შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ევროკავშირთან.  

ამ მხრივ, საქართველოს არ აქვს ალტერნატივა.

ევროკავშირთან დაახლოება არ არის პარტიული არჩევანი, ეს გზა ხალხმა აირჩია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი მომავლისთვის.

ჩვენი დიდი სურვილია და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას  თანამშრომლობისკენ.

ქვეყნის შიგნით უამრავი პარტიული უთანხმოებაა, შესაძლოა, ბევრი რამ მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგრამ არ უნდა ვიყოთ გულგრილი და  უგულვებელვყოთ ჩვენი ერის სურვილი, რომელსაც ევროპულ ჩარჩოებში თანამშრომლობა ჰქვია.

ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და თქვენთან შეხვედრა, მისთვის ინფორმაციულად საკმაოდ ღირებული იყო.

საკუთარი გამოცდილება ჩვენ გავუზიარეთ ახალ მთავრობას.

იმის მიუხედავად, თუ რა მოხდება, მოხარული ვიქნები, მომდევნო წლის განმავლობაში, ჩემი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე  ისეთი სახის თანამშრომლობას შევძლოთ, რომელიც დაეფუძნება  გამოცდილების გაზიარებას, აღმშენებლობას, რომელიც ჩვენ უკვე დავიწყეთ და წინსვლას. 

 

პასუხი ჟურნალისტის შეკითხვაზე

მიხეილ სააკაშვილი: ამ ორი დღის განმავლობაშინატოს გენერალურმა მდივანმა, ისევე როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ, გამოხატა ძლიერი შეშფოთებასაქართველოში მიმდინარე  კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ევროკომისიის პრეზიდენტმა და ბატონმა რომპუიმ შერჩევით სამართალზეისაუბრეს. მე აქ არ მოვსულვარ იმის გასამეორებლად, რაც მათ თქვეს, მაგრამ ეს ძალიან მკაფიო გზავნილი იყო. ჩვენ და პირადად მე, როგორც პრეზიდენტი, ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხები ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდება და სიტუაცია კანონის უზენაესობის ფარგლებში მოექცევა.

ხელისუფლება ჩვენ ხავერდოვნად და რბილად გადავაბარეთ და გვსურდა, რომ მათ ნორმალური ფუნქციონირება შეძლებოდათ. მე არ ვიყავი ვალდებული მათთვის გადამეცა გენერალური პროკურატურა - ეს პრეზიდენტის პრეროგატივა იყო. იგივე შემეძლოიუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს მიმართ. ხელისუფლების უმეტესი ნაწილი მათ გადავეცით, გვეგონა, რომ ყოველივე ეს პასუხისმგებლობას დაეფუძნებოდა. მათ საპარლამენტო არჩევნებში მათ გაიმარჯვეს და ახლა უკვე ძალაუფლება აქვთ. მათ ჩამოაყალიბეს მთავრობა, მაგრამ ამ დროისთვის, საქართველოში უკვე იყო თვითმმართველობა და პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელსაც კიდევ ერთი წელიწადი აქვს ვადა...

როდესაც ასეთი რანგის ორგანო წუხს მომხდარზე, ეს ჩემთვისაც სამწუხაროა, მაგრამ მე აქ არ მოვსულვარ ამ თემაზე სასაუბროდ და საწუწუნოდ. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ საქართველოწავწიოთწინ  ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ არჩევნებით შექმნილი ინერცია ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისა და პოზიტიური მიზნებისთვისგამოვიყენოთ. ყველაზე ნაკლებად მსურს აქ ჩემი ქვეყნის მიმართ კრიტიკა გავიგო. აქ ჩამოსვლისას მსგავსი რამ მესმის, ეს ხელს უშლის ჩვენს გეგმებს და ნამდვილად არ მაბედნიერებს. იმედი მაქვს რომ ეს დროებითი მოვლენაა.

მე დაინტერესებული ვარ იმით, რომ ვითარება  ნორმალურ ვითარებაში დაბრუნდეს. ასევე, მინდა, რომ შესრულდეს ის, რასაც ხალხს დაპირდნენ - არ მგონია, ისინი ხალხს მასიურ დაპატიმრებებს დაპირებოდნენ. ვფიქრობ, მათ ხალხს აღუთქვეს ის, რომ ყველაფერი მშვიდობიანად, კონსტიტუციის ფარგლებში იქნებოდა: ძირითადი სერვისების მიწოდება ხალხისთვის, საარჩევნო დაპირებების შესრულება და, საბოლოოდ, ცხოვრების გაუმჯობესება თითოეული ოჯახისთვის ჩვენს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში. იმედი მაქვს, მთავრობა ამას გაითავისებს და ყურადღებას წარსულზე კი არ გაამახვილებს, წინ დაიწყებს სვლას. ჩვენ ახლა წინსვლა გვჭირდება და ჩვენს შორის არსებულ განსხვავებებზე მაღლა დღომა. ჩვენმა პარტიამ ეს კარგად მოახერხა. ჩვენ არ მიგვიცია იმის მიზეზი, რომ გამწარებული ყოფილიყვნენ და რეპრესიებისა და ანგარიშსწორებისთვის მიემართათ. მე იგივენაირად ვაპირებ საქმიანობის გაგრძელებას და ვიმედოვნებ, რომ ყველა მხარე ასე მოიქცევა.

მარტინ შულცი: ევროპის პარლამენტში მე წარმოვადგენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. ჩემს ქვეყანაში, ყოფილ მინისტრებს არ აპატიმრებენ. ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. ჩემს მრჩევლებს ვთხოვე, შეემოწმებინათ ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების სამართლებრივი და პოლიტიკური ფონი. ველოდები ანგარიშს და საკუთარ პოზიციას გამოვხატავ მას შემდეგ, რაც  საჭირო ინფორმაციას მივიღებ. ჩემმა კოლეგებმა, სხვა ინტიტუციების პრეზიდენტებმა უკვე გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები. მესმის მათი რეაქციის, მაგრამ, უპირველესად, მსურს, უფრო კონკრეტულად ვიყო ინფორმირებული და ღრმად გავააანალიზო, ვიდრე საკუთარ ხედვას გაგაცნობთ და შესაბამის ღონისძიებებს მივმართავ. თუმცა გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ მთავრობის ყოფილი წევრები ახლა მართლმსაჯულების ხელში არიან.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)