Google+

გამოსვლები და განცხადებები

21.10.2011
მიხეილ სააკაშვილი:  ,,ასეთი ქართველები მართლაც საუკუნეში ერთხელ იბადებიან...  ეს არის დიდი დანაკარგი’’

,,რამაზ ჩხიკვაძე იყო მართლაც ძლიერი მსახიობი, ქართულ სცენაზე  მსგავსი მასშტაბის სახეებიდან, ალბათ ხორავას, ვასაძეს, ზაქარიაძეს თუ გავიხსენებთ, მაგრამ მე მათ არ მოვსწრებივარ...  იმ ადამიანების მეხსიერებაში კი, ვინც ჩემი ასაკის ან უფრო ახალგაზრდაა, ბატონი რამაზი იყო ყველაზე დიდი და ნამდვილად გენიალური მსახიობი და ასეც დარჩება ჩვენს  მეხსიერებაში. რამაზ ჩხიკვაძე  ასევე ,ძალიან მოკრძალებული ადამიანი იყო. მახსოვს 2-3 წლის წინ დაველაპარაკეთ მას და ვკითხეთ როგორ დავხმარებოდით მატერიალურად და ძალიან მოკრძალებით  გვიპასუხა, რომ ჩემზე გაჭირვებული ადამიანები არსებობენ და  პრინციპში მე არაფერი არ მჭირდება და ვინც უფრო გაჭირვებულიაო  ჩვენს გარშემო მათ დაეხმარეთო. ძნელია როცა ასეთი განსაკუთრებული სიცოცხლე წყდება, საუბარი ბედნიერებაზე, მაგრამ ამ ბოლო დღეებში  ჩემთვის ხშირად მიფიქრია, რომ რამაზ ჩხიკვაძე ძალიან ბედნიერი იყო და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა, რადგან  მას მთელი სიცოცხლის მანძილზე, თან ახლდა ხალხის უპირებო სიყვარული. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ თავად ჩვენ ვიყავით ბედნიერები, ისინი ვისაც ბატონი რამაზი უნახავს, არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ცხოვრებაში, ურთიერთობაში. ვისაც ახსოვს მისი გაბრწყინებული თვალები, მისი წარმოუდგენელი სიცოცხლის სიყვარული, ოპტიმიზმი და იუმორი. ასეთი ქართველები მართლაც საუკუნეში ერთხელ იბადებიან... რა თქმა უნდა ეს არის დიდი დანაკარგი’’- დასძინა პრეზიდენტმა . 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)