Google+

გამოსვლები და განცხადებები

22.01.2004
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბათუმში ”თი-ბი-სი ბანკის

"მოგესალმებით, მივესალმები მამუკა ხაზარაძეს.

მე და ლაშა ჟვანია ჩამოვედით იმისათვის, რათა მასთან ერთად გავხსნათ "თიბისი ბანკის"აჭარის რეგიონალური ფილიალი.

ეს შენობა იყო გაუბედურებული და გაპარტახებული. ქართული ბიზნესის ერთ-ერთი ფუნქცია საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთებაა.

"თიბისიმ" თბილისში, მარჯანიშვილზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობა გააკეთა, ეს თბილისის ერთ-ერთი არქიტექტურული მშვენებაა, ასეთივე კეთდება ბათუმშიც.

ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ქუთაისში მტავარ მოედანზე ყველაზე ლამაზი სენობა იქნება "თი-ბი-სი" ბანკი.

ჩვენ ყველანი, თქვენთან ერთად ვაშენებთ ახალ საქართველოს.

ეს არის ახალი სამუშაო ადგილები მშენებლებისთვის, კვალიფიკაცია მომავალი საქართველოს მშენებლებისთვის.

ასე საბჭოთა კავშირში არ აშენებდნენ. 90-იან წლებში ასე არ აკეთებდნენ ამას. ჩვენ შევქმენით უნიკალური პარტნიორობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, მათ შორის ამ ბანკთან.

სიღნაღში ჩაიდო 50 მილიონი სახელმწიფო ფული და 100 მილიონი კერძო ფული. ქუთაისის ცენრტში ჩაიდო ნახევარი სახელმწიფო ფული და ნახევარი კერძო ფული.

საქართველოში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი არ არის შემოსული სრული მაშტაბით და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ კრიზისის ზემოქმედება ქართულ ეკონომიკაზე იყოს მინიმალური.

ის, რაზეც ჩვენ წინა წლებში გვაკრიტიკებდნენ - ეკონომიკური რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლა, სხვადასხვა კორუმპირებული ინტერსების არ გათვალისწინება, ამ ყველაფერმა მოგვცა იმ სიმტკიცის მარაგი,რომელიც დღეს არ გააჩნია უკრაინას, რუსეთს, სადაც წინა კვირაში 30 მილიარდი დოლარი დახარჯეს რუბლის გამაგრებისთვის,

სადაც საპენსიო და სახელფასო დავალიანება 30 პროცენტზე მეტია. საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ ბიუჯეტის დაბალანსება, საბანკო სისტემისა და ლარის კურსის სტაბილურობა.

ეს მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლებია.

მე აქ მოვდივარ პენსიონერების ოჯახიდან. ის 5 ლარი, რომელსაც ვუმატებთ პენსიებს და ის 30 ლარი, რომელსაც ვუმატებთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ხალხს, არაფრისთვის საკამრისი არ არის, მაგრამ მთავარი საფრთხე იქნებოდა ის, რომ პენსია, როგორც ეს 2001-2002 წლებში მოხდა, ვერ მიგვეცა ხალხისთვის 5-6 თვის განმავლობაში.

ძალიან კარგად ვიცი, რა პრობლემები აქვს ქართულ ბიზნესს.

ამ ბანკმა სამსახურიდან გაუშვა უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე, 300 ადამიანი, ეს ძალიან ბევრია.

ეს სიტუაცია არანორმალურია და პირველ რიგში, როგორც კი ეკონომიკა დასტაბილურდება, ის ხალხი სამსახურში უნდა დაბრუნდეს.

ჩვენ ეკონომიკაში დიდი რეზერვებია. სოფლის მეურნეობაში 10 პროცენტი შიდა მეურნეობაში იწარმოება, ჩვენი მოსახლეობის 50 პროცეტის მიერ.

მე მესმის, რომ საბანკო სექტორს ფულის გასესხებასთან დაკავშირებით აქვს შიში.

დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ფართომაშტაბიანი დაკრედიტების განახლებას. ამას სჭირდება პარტნიორობა სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის, ჩვენ ამისთვის მზად ვართ.

ხანდახან შეგვიძლია ვთქვა, რომ რეალურად ფული ყრია ქუჩაში. მაგალითად კონკრეტული პროექტი - ზაფხულში, როგორც კი თბება,

საქართველოს მთელი გზები, მინდვრები, პლასტიკის პაკეტებს უკავია.

გუბერნატორებს ვავალებ ხოლმე და ვაფრთხილებ, რომ მოვხსნი თანამდებობიდან, თუ შემხვდება ასეთი პაკეტი მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი საქართველოს დასასუფთავებლად. თუ არ არის ეკონომიკური ინტერესი, თუ ჩვენ არ შევქმენით ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოები.

ასეთი პაკეტების ჩაბარებაში, ხალხი ფულს უნდა იღებდეს.

ჩვენ დღეს საქმე გვაქვს დიდ გაჭირვებასთან. ჩვენ საქმე გვაქვს თანამშრომლების შემცირებასთან, ქარხნები გაჩერების პირას არის მისული.

ყველაზე დიდი დანაშაული დღეს იქნებოდა ხელის ჩამოშვება და დაცდა. სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია. პირველი - პარტნიორობა ბიზნესთან და ბიზნეს ინტერესების გათვალისწინება.

ჩვენ ვდგავართ თქვენს აქტიურობაზე, ოპტიმიზზე, ინიციატივაზე.

მეორე - სოციალური ფონის დაჭერა და ბიუჯეტის დაბალანსება.

მესამე -პოლიტიკური სტაბილურობა.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ საკუთარი ამბიციებისა და კაპრიზების გამო, მათ გადავაყოლებთ საქართველოს და იმის გამო, რომ მათ უნდათ ამბიციის დაკმაყოფილება, ნურას უკაცრავად.

ეს მთავრობა არასოდეს დაიხევს უკან პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

საქართველოში არავის არ უნდა ქონდეს იმის შიში, რომ შემდეგი 5 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში რაიმე მოხდება.

ჩვენ ვართ გარანტი კონსტიტუციის, კონსტიტუცია სტაბილურობის, სტაბილურობა ბიზნესის განვითარების და საქართველოს კეთილდღეობის.

გაძლევთ გარანტიას, რომ დავიცავთ საქართველოს ეკონომიკას, პოლიტიკურ ცხოვრებას და თქვენთან ერთად გადავარჩენთ საქართველოს.

2013 წელს თბილისი იქნება საქართველოს წარმატებული დედაქალაქი, ბათუმი ყველაზე მდიდარი და განვითარებული ქალაქი მთელ შავიზღვისპირეთში, ქუთაისი წარმატებული და დასაქმებული ხალხით დასახლებული ქალაქი, საწარმოებისათვის გადალახული იქნება ყველა არსებული კრიზისი, შეიქმნება ახლებიც, განვითარდება სოფლის მეურნეობა, ხალხი აღარ წავა საზღვარგარეთ. ეს იქნება დაცული, ერთიანი და მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა.

ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს მსოფლიო კრიზისის ყველაზე რთულ და დამანგრეველ ასპექტებისაგან. ეს პასუხისმგებლობა მე ავიღე თქვენს წინაშე.

მინდა მივმართო საქართველოს გარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს.

ვიცი, რამხელა შევიწროება არის რუსეთში, როგორ უჭირთ ჩვენს თანამემამულეებს იმ ქვეყნებში, სადაც კრიზისია.

მათ მინდა ვუთხრა, რომ დღეს ყველაზე მეტი პერსპექტივა მათ სამშობლოშია. დღეს იმ ქართველებმა, რომლებმაც გარკვეული შემოსავალი მიიღეს უკრაინაში, რუსეთში, მოვუწოდებ, რომ დაბრუნდნენ საქართველოში, დაფუძნდნენ თავის ქვეყანაში და მოახდინონ მატერიალური საშუალებების ინვესტირება თავიანთი შვილების ქვეყნის მომავალში.

კიდევ ერთხელ გამოვხატავ რწმენას, რომ დავძლევთ სიძნელეებს და აუცილებლად გავაგრძელებთ ასეთ აღმშენებლობას.

საქართველოს მთავრობა ბიზნესის მხარდაჭერაზეა ორიენტირებულია. ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და სხვა სამინისტორს ამაზე მეტი ფუნქცია არ გააჩნია.

დიდი მადლობა,

ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!"


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)