Google+

გამოსვლები და განცხადებები

09.04.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

მოგესალმებით ყველას!

ვფიქრობ, საქართველოს ისტორიაში 9 აპრილი მნიშვნელოვანი დღეა.

ეს დღე საქართველოსთვის ჯერ კიდევ არ არის გადაშლილი ფურცელი.

1989 წლის 9 აპრილს ჩვენი საზოგადოების ყველაზე გმირულმა და ბრძოლისუნარიანმა ნაწილმა საქართველოს გათავისუფლებისათვის თავი გადადო.

მას შემდეგ, ამ იდეალებისათვის ბრძოლა მუდმივად მიმდინარეობს.

საქართველო დღეს, როგორც არასდროს თავისუფლებასთან ახლოს არის. საქართველოდან დაიწყო უცხოური შეიარაღებული ჯარების გაყვანა, რაც ბოლომდე მივა.

საქართველო დღეს, როგორც არასდროს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ახლოს არის.

მიმაჩნია, რომ 9 აპრილი ჩვენთვის ბრძოლის გაგრძელების დღეა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარირების დღეა.

9 აპრილის მნიშვნელობა ამ მეორე ნაწილში წლების მანძილზე მიჩქმალული იყო, არადა 9 აპრილს მოხდა ასევე მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი, საქართველომ თავისი დამოუკიდებლობა აღადგინა.

ყოფილ საბჭოთა კავშირში ლიტვის შემდეგ, ჩვენ ვიყავით მეორე რესპუბლიკა, რომელმაც მოახდინა თავისი დამოუკიდებლობის დეკლარირება.

ჩვენთვის ეს დღე თავისუფლების ზეიმი უნდა იყოს.

საქართველო არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა თავისუფლებასთან. არასდროს არ დაგვჭირვებია იმავე იდეალების განხორციელება ისე, როგორც ეს 9 აპრილს მოხდა.

ჩვენ გვერდზე უნდა გადავდოთ ყველა დაპირისპირება, სხვადასხვა პოზიციების ადამიანები ერთად უნდა დადგნენ, მხოლოდ ამის შემდეგ მივაღწევთ ჩვენს საერთო მიზნებს.

ჩვენ შეგვიძლია ძალიან მწვავედ ვიკამათოთ, ბევრი რამ მოვითმინოთ, ყველანაირ კრიტიკას გავუძლოთ, მაგრამ ჩვენ საქართველოს ყველა მიზნის განხორციელება ერთიანი ეროვნული კონსესუსით უნდა შევძლოთ.

საქართველოს და ქართველ ხალხს ამის გამოცდილება, უნარი და სიბრძნე გააჩნია.

ყველა პოლიტიკურმა ძალამ შეძლოს საკუთარი მოკლევადიანი ამბიციების მიღმა დაჯდომა და გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენ ყველას საერთო ინტერესი გვაქვს.

ჩვენი არაკეთილმოსურნის ისტერიული მცდელობების მიუხედავად - მოახჩონ საქართველო, ყველანაირი ზომები გამოიყენონ ჩვენი ერის წინააღმდეგ, უნდა მოვახერხოთ ჩვენი ერის სამშვიდობოზე გაყვანა და საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის დამკვიდრება.

ჩვენ ამ მიზნისაკენ სწრაფად და მტკიცეთ მივდივართ.

დარწმუნებული ვარ, ამ სვლას ვერავინ შეაჩერებს.

ეს ჩვენი მოვალეობაა საკუთარი ერის წარსულის, 9 აპრილის გმირების და ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)