Google+

გამოსვლები და განცხადებები

28.11.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს რასმუსენმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანიის პრემიერ- მინისტრს ანდერს რასმუსენს შეხვდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციზე დანიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „დღეს ევროკავშირს რუსეთი ჭირდება როგორც აქტიური პარტნიორი საერთაშორისო ჩარჩოებში. ევროკავშირს ჭირდება რუსეთი და რუსეთს ჭირდება ევროკავშირი. ევროკავშირი შეუვალია და მისი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტსა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ურყევია, თუმცა რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები".

დანიის პრემიერ-მინისტრმა აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დაგმო რუსეთის შეუსაბამო მოქმედება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივად აღიარება.

ანდერს რასმუსენმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის გარეშე გაწევრაინების შესაძლებლობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა არის როგორც ერთ-ერთ ნაბიჯი, რომელიც წევრობისათვის აუცილებელი არ არის. მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი სახელმწიფო. ამასთანავე მან ხასგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ნატოსა და საქართველოს შორის დიალოგის გააქტიურება და ნათამშრომლობის გაღრმავება.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს იგი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე რუსეთის აგრესიის შესახებ მტკიცებულებებს წარადგენს. მისი თქმით, კომისიის მუშაობა ადასტურებს იმას, რომ საქართველოში არის დემოკრატია, რადგან მსგავსი კომისიის შექმნა ბევრ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში და კავკასიის რეგიონშიც კი ძნელად წარმოსადგენია. „კომისია პირდაპირ ეთერში მუშაობს და ბევრი კითხვა და განცხადება ისმის საჯაროდ. ეს არის საქართველოს დემოკრატია და განსხვავება ჩვენსა და რუსეთს შორის. ყველასათვის ნათელია თუ ვინ, სად შეიჭრა და ვისი მოსახლეობა არის დევნილი. საქართველო აგვისტოს კონფლიქტის მსხვერპლია". - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა სისულელე უწოდა რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყებას ამერიკამ თანხმობა მისცა. მისი განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილს არ ეკავა ისეთი თანამდებობა, რომ მაღალი რანგის შეხვედრებს დასწრებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)