Google+

გამოსვლები და განცხადებები

15.08.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოელი ჟურნალისტებისათვის ბრიფინგი გამართა

მსურს ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განახლებული ინფორმაცია მოაგწოდოთ. სულ ახლახანს ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტს - ნიკოლა სარკოზის. მე მისი მადლობელი ვარ,რადგან იგი ეცადა მოეპოვებინა ხელმოწერა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისგან. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან გერმანიის კანცლერი მერკელი მოსკოვს სტუმრობდა. მე მისი მადლობელიც ვარ, რადგან მანაც საკმაოდ გულწრფელი და კარგი განცხადება გააკეთა. ამავე დროს, მინდა გაცნობოთ, რომ 15 წუთში, მას შემდეგ, რაც ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტს (და ეს შეგიძლიათ ადვილად გადაამოწმოთ, რადგან თქვენ, ჟურნალისტები ადგილზე იმყოფებით, რუსების ტანკებმა კასპისკენ გადმოინაცვლეს, ეს არის თბილისთან მყოფი ყველაზე ახლო ქალაქი, ბევრად ახლოა ვიდრე გორი (ქალაქი გორსა და თბილისს შორის), ასევე რუსების ტანკები დაიძრნენ ქალაქ ბორჯომისკენ, სადაც ჯერ აქამდე არ ყოფილან და ეს მე ძლიერ მაშფოთებს. ჩვენი კონსტრუქციული საუბარი სახელწიფო მდივან რაისთან აქცენტირებული იყო არა მხოლოდ ცეცხლის შეჩერებაზე. ამ კოშმარის შემდეგ ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ჩემი ქვეყნის აღმშენებლობაზეც. ჩვენ გვქონდა ყოვლისმომცველი და სერიოზული საუბარი, რომლის დროსაც ქალბატონი რაისი იყო ძალიან კონსტრუქციული და ამ კონფერენციის მსვლელობისას იგი სრულ დახმარებას გვპირდებოდა. პრეზიდენტ სარკოზისთან ჩემი ყოვლისმომცველი და კონსტრუქციული საუბრის შემდეგ, მან დიდი მხარდაჭერა აღგვითქვა და უახლოეს მომავალში საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით ჩამოსვლას დაგვპირდა. ამ წელს და ყოველივე ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ რუსების ტანკებს ოკუპაციის ზონაში, ვხედავთ როგორ გადაადგილდებიან ისინი. მე მინდა ვუთხრა მსოფლიოს, რომ ჩვენი ძალები ჩვენი დედაქალაქის ახლოს მდებარეობენ, რომ ისინი საკმაოდ კარგად არიან აღჭურვილი და აქვთ მაღალი მორალი. ამავე დროს ისინი მოქმედებენ საქართველოს მთავრობის მკაცრი ინსტრუქციების მიხედვით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ არ წამოეგონ პროვოკაციებს, არ გახსნან ცეცხლი და შეიკავონ თავი. იმიტომ, რომ ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის ერთგვარი პროვოკაცია, რომელსაც მომავალი თაობებისათვის შესაძლოა ჰქონდეს ყოვლად დამანგრეველი შედეგები. ეს ტანკები არიან დასახლებულ ცენტრებში, ეს ტანკები სახიფათოა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჯარი მოქმედებს თვით-კონტროლის პრინციპებზე დაყრდნობით და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით არ წამოვეგოთ პროვოკაციას. მაგრამ სიტუაცია შემდეგნაირია - ფართოვდება კონფრონტაციის კონფლიქტის ზონა. მე ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი მედვედევი პატივს სცსცემს თავის ხელმოწერას და გაიყვანს მის ძალებს იმ დასახლებული პუნქტებიდან, სადაც ისინი სრულიად უკანონოდ შემოიჭრნენ. ყველაფერი, რაც მე ვთქვი, ექვემდებარება გადამოწმებას. ჩვენ შეგვიძლია ჩავიდეთ ადგილზე ბორჯომში, კასპში, ხაშურში, მაპატიეთ თუ დამავიწყდა ხაშური, ახლა უკვე სამი ახალი ოკუპაციის ადგილი გვაქვს და ასევე გვაქვს ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, გორი და ახლა გვაქვს ამ ოთხს დამატებული ხაშური, ბორჯომი და კასპი. ასე რომ, ჩვენ უკვე გვაქვს შვიდს დამატებული კიდევ რამდენიმე ტერიტორია.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)