Google+

გამოსვლები და განცხადებები

19.08.2008
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის მეთაურის ჯონ კრედოკის ერთობლივი ბრიფინგი

მიხეილ სააკაშვილი: „მინდა მივესალმო ჩვენს სტუმრებს. ჩვენთან ნატოს ძალებისა და ევროპული სააგენტოდან მნიშვნელოვანი სტუმრები არიან ჩამოსულები. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ ვმუშაობდით ერთად ჰუმანიტარული საქმიანობის კოორდინაციაზე. მოგეხსენებათ, 180 000-ზე მეტი ადამიანი საკუთარი სახლებიდან სხვადვსხვა ფორმით იძულებით იყო გადადგილებული. გვქონდა ეთნიკური წმენდის, მარადიორობის, ძარცვის და ყაჩაღობის შემთხვევები ასევე საკასეტო ბომბებისგან მიღებული დაზიანებები. როგორც დღეს "ჰიუმან რაითს უოტჩისგან" გავიგეთ კასეტული ბომბებისაგან უამრავი ადამიანი დაზარალდა. რუსეთის ჯარები კი, არ ტოვებენ საქართველოს ტერიტორიას, არამედ უფრო მეტ ობიექტს იპყრობენ და უფრო მეტ ქალაქში შედიან. ჩვენ გაგვაჩნია მუდმივი კოორდინაცია. გენერალ ქრედოკთან განვიხილეთ სამხედრო თანამშრომლობის საკითხები. ამაყი ვარ ჩვენი სამხედრო ძალებით, იმიტომ, რომ 48 საათის განმავლობაში, მსოფლიოს გამოღვიძებამდე, მათ ძალიანი მოჭარბებული ძალები და ათასობით ჯავშანტექნიკა შეაჩერეს. ჩვენ თავიდან უნდა შევქმნათ, აღვადგინოგთ ძალები, რათა ფეხზე დავაყენოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ჯარები კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ. ჩვენ გვჭირდება ახალი აღჭურვილობა. ჩვენ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ჩვენი ამოცანაა - ჩვენი ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე, უდანაშაულო ადამიანები დაბრუნდნენ სახლებში, საქართველო წამოდგეს ფეხზე, აშენდეს ბევრად უფრო ლამაზი ქვეყანა, ვიდრე აქამდე იყო. განვითარდეს ჩვენი ეკონომიკა, განვითარდეს და აღდგეს ინფრასტრუქტურა. ბევრად უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა და ჩვენი უფაფრთხოების სტრუქტურები. გუშინ ჩვენთან სტუმრად იყო სენატორების ჯგუფი, ისინი მზად არიან საქართველოს დაცვის საშუალებების ამაღლებისათვის გამოყონ თანხები. ჩვენ პენტაგონის სარდლობასთან და ნატოს ერთად გავდივართ საკითხებს, რათა ამ მიმართულებით მოხდეს გაძლიერება. საქართველოს ჭირდება ბევრად მეტი დახმარება, რესურსები. ამ ოკუპაციის შემდეგ ჩვენ ასმაგად გავძლიერდებით და გავაგრძელებთ ჩვენს განვითარებას. საქართველო არასოდეს დანებდება მოძალადეს და არასოდეს იტყვის უარს თავისუფლებაზე. ჩვენ ძალიან დიდი უბედურება დაგვატყდა თავს ამ დღეებში. ნახეთ როგორ პასუხობს ამ ყველაფერზე ქართველი ხალხი. როგორ ეხმარებიან იძულებით გადაადგილებულ პირებს. ყველა ყველას ეხმარება და შეაქვს თავისი წვლილი ადამიანების დახმარებაში. ჩვენი მოქალაქეები ეხმარებიან ჩვენივე მოქალაქეებს. ყველა პროფესიის ადამიანი თავისივე პროფესიით აკეთებს რაღაცას, რათა გააუმჯობესოს ხალხის მდგომარეობა და შეუმსუბუქონ ადამიანებს ის უბედურება, რომელშიც ისინი აღმოჩნდენ აგრესიის შედეგად. ეს არის ჩვენი დაცვა. ქართულ საზოგადოებას აღმოაჩნდა წარმოუდგენელი ღირსება, არნახული სოლიდარობის განცდა გაჭირვების ჟამს. ეს არის საწინდარი იმისა, რომ საქართველო კიდევ აშენდება და იქნება წარმატებული ქვეყაა. ჩვენ დღეს მთელი მსოფლიო შემოგვყურებს გაზვიადების გარეშე. ყველა კეთილი ნების ადამიანი მსოფლიოში არის საქართველოს მხარეს. მთავარია ეს სიმპატია, მხარდაჭერა გადავზარდოთ ჩვენს შემდგომ წარმატებაში და ჩვენს აღორძინებაში. აღორძინება და ფეხზე დაყენება არის მთავარი მისია ჩვენი მომავალი თაობების წინაშე. მინდა მადლობა ვუთხრა ვინც ამ წუთებში ეხმარება ჩვენს დაზარალებულ მოქალაქეებს. ეს არასოდეს არ დაავიწდება მათ, არც ჩვენ და არც იმ ადამიანებს, ვინც გვგულშემატკივრობს მთელ მსოფლიოში".

ჯონ ქრედოკი: „მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონო პრეზიდენტო იმის გამო, რომ მომეცა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა. თქვნ დაძაბული გრფიკით მუშაობთ, რასაც ძალიან ვაფასებ. მინდა ევროპის სარდლობისსახელით მივუსამძიმრო იმ ოჯახებს, რომლებმაც ამ აგრესიის შედეგად დაკარგეს თავიანთი ახლობლები და თანადგომა გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. ჩემი და ამერიკის განვითარების სააგენტოს ვიზიტის მიზანი ორი მიმართულებისაა. პირველი ჩვენ ვუზრუნველყოფთ ჰუმანიტარული მისიის სამხედრო დაცვას, რაც შეეხება სამხედრო ელემენტს ჩვენ ვართ პარტნიორები. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ იმას, რასაც ვაკეთებთ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს. თუ არ არკმაყოფილებს იმ შემთხვევაში, განვსაზღვროთ რა საჭიროება არსებობს. ხაზი მინდა გავუსვათ თავდაცვის მინისტრთან და ხელმძღვანელებთან შეხვედრას. ჩვენ სიუტაცია უკვე უკეთესად გვესმის. დავიწყეთ განხილვა, რაც შემდეგ განვითარებას შეუწყობს ხელს. "იუესაიდი" კი სამოქალაქო ნაწილს მიხედავს. მგონია, რომ ჩვენ შევძლებთ თქვენს დახმარებას.

ფორი: „მოხარულები ვართ, რათა მოგვეცა საშუალება თქვენთან შეხვედრის. მოხარულები ვართ იმისა, რომ შეგვიძლია ქართველებს მივაწოდოთ ამეკრიკელების გზავნილი. ამერიკელები გვერდში უდგანან და მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობას და საქართველოს მოქალაქეებს ამ გაჭირვების ჟამს. ჩვენი თავდაცვის სამინისტროს დახმარებით თქვენს დასახმარებლად გამოიყო 10.7 მლნ. დოლარის დახმარება. (ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტი, ამერიკის განვითარების სააგენტო.) როგორც ქალბატონმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა საქართველოს დახმარება კიდევ გაგრძელდება და ეს იქნება უწყვეტი და ფართომაშტაბიტანი პროცესი. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომელთა სახლებიც დაინგრა. მე სავარაუდოდ მექნება საშუალება შევხვდე პრემიერ- მინისტრს, ფინანსთა მინისტრს და ვნახოთ, რა საშუალებები არსებობს საქართველოს აღდგენის, რათა ეს ქვეყანა იყოს ძლიერი და წარმატებული".


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)