Google+

გამოსვლები და განცხადებები

22.06.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვების მრეწველობის წარმომადგენლებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას!

მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ამ შეხვედრისათვის დრო გამონახეთ.

საქართველოში არსეობს ორი ტიპის ჯგუფი პირველი -

ის ხალხი, ვინც თავის დროზე საწარმოებს პრივატიზაცია გაუკეთა და მთელი ეს წლები ამ საწარმოებს აცდენდა, მათი უმეტესობა დღესაც ვერ მუშაობს და მეორე - ის ხალხი, ვინც საწარმო თვითონ შექმნა, უმუშევრები დაასაქმა და პროდუქცია გამოუშვა.

ჩვენი დუმოუკიდებლობის შემდეგ, პირველი ცამეტი წელი პირველები დომინირებდნენ, დღეს სულ უფრო მეტად ჩნდება თქვენნაირი ხალხი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

სოფლის მეურნეობაში მთავარი სოციალური ამოცანის გადაწყვეტა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა.

საქართველოში ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა, სოფლად ცხოვრობს, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთვის მთავარი სოციალური თემა- სოფლის მოსახლეობაა.

დემოგრაფიული თვალსაზრისით ეს საქართველოსთვის გადამწყვეტია. შარშან იყო პირველი წელი, როცა საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად 80 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდა ვიდრე გავიდა, ამიტომ ვინც არ უნდა თქვას, რომ საქართველოში ცუდად არის საქმე, ეს ასე არ არის. 1991 წლიდან მიგრაციის პროცესი დაიწყო , ხოლო 2004-2005 წლებში ხალხი თავის ქვეყანაში დაბრუნებას შეუდგა, მათ შორისაა ბევრი თქვენგანიც.

ჩვენი ამოცანა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ორჯერ გაზრდაა. რეალურად საქართველოში აგროინდუსტრიული კომპლექსი უნდა შევქმანთ.

დღეს საქართველოში ცუდი მდგომარეობაა იმ თვალსაზრისით, რომ შიდა ბაზარზეც კი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია დეფიციტია, თუმცა ეს მემკვიდრეობით მივიღეთ.

საქართველო, რომელიც ბუნებით აგრარული ქვეყანაა, იმის ნაცვლად, რომ სოფლის მეურნეობის მთელ რიგ სფეროებში ექსპორტიორი იყოს, ჯერ კიდევ იმპორტიორად რჩება.

ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ მაქსიმალურად ამ მხრივ პირობები შეგიქმნათ.

თქვენ იცით, რომ საბაჟო კოდექსის ლიბერალიზაცია ხდება, მაგრამ მე კატეგორიულად შევეწინააღმდეგე სოფლის მეურნეობის დარგში ამ ეტაპზე საბაჟო გადასახადების გაუქმებას, ისევე როგორც თავიდან გეგმაში პირველადი პროდუქციის გადასახადებისაგან არ გათავისუფლება იყო.

უახლოესი წლების განმავლობაში გადამუშავების პროდუქტი არ შეიძლება გათავისუფლდეს გადასახადისაგან.

ჩვენ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების სტიმულირება ადგილზე მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ.

ჩვენ უნდა მოვახდინოთ საბაჟო და საგადასახადო კოდექსში ნორმების შეტანა, რომლითაც ყველაფერი, რისი რეინვესტირებაც ისევ წარმოებაში მოხდება, მოგების გადასახადისაგან გათავისუფლდეს , ეს მნიშვნელოვანია.

ამ მხრივ, ეს ფაქტი მეტი პროდუქციის გამოშვებისთვის და ხალხის დასაქმებისათვის შესაძლოა სტიმულიც იყოს.

თუ სამი წლის წინ, პრაქტიკულად გაჩერებული იყო გადამამუშავებელი წარმოება, 2005-2006 წლებში ბევრი კარგი მაგალითი გამოჩნდა -

სამტრედიის საკონსერვო ქარხანა „მყინვარი", რომელიც 1700 ტ პროდუქციას ამუშავებს, რასაც ადგილობრივი ფერმერებისაგან ყიდულობს. აგარაში შეიქმნა ქართული პროდუქტი, რომელიც ხილს ამუშავებს, მიხარია, რომ გოჩა ძასოხოვმა ხელი მოკიდა ყურძნის კონცენტრატის ქარხანას. მიმაჩნია, რომ წელს კახეთში, გარდა ღვინისა, მასობრივად ყურძნის კონცენტრატი უნდა გამოვუშვათ, თბილისში წვენების ქარხანამ მუშაობა განაახლა, დედოფლისწაროში არსებული შ.პ.ს. „ ქარვა" მზესუმზირის ზეთის წარმოებას ახდენს, ამ საწარმოს სიმძლავრე 100 000 ტონას შეადგენს. წელს ბათუმსა და ხელვაჩაურში ნარინჯისა და ციტროს მოდერნიზაცია დასრულდება, რის შემდეგაც 25 000 ტ ციტრუსის გადამუშავებას შევძლებთ.

შარშან ახალ წელს ჩვენ ვერ გავიტანეთ ჩვენი ციტრუსი, რადგან რუსეთმა „საჩუქარი გაგვიკეთა" და ბაზარი დაგვიკეტა, რაღაც ნაწილი უკრაინაში გავიტანეთ, მაგრამ პარაფირების ტექნოლოგიების არქონის გამო, ყაზახეთში, რუმინეთში და ბულგარეთში ჩვენმა მანდარინმა და ლიმონმა ვეღარ მიაღწია.

ჩვენ შევძლებთ წვენების გადამუშავებას და შესაბამისი შეფუთვისა და პარაფირების წარმოების პირობებში, მას სასაქონლო შეხედულება ექნება.

კარგია, რომ მიმდინარეობს საკონდიტრო ფაბრიკის მშენებლობა, რომელიც 8-10 ტონა ფქვილოვან კანონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს, სადაც 200 ადამიანი იქნება დასაქმებული, ადამიანები ასევე სხვადასხვა საწარმოებშიც დასაქმდებიან, რაც რეალურად საქართველოში სოციალურ სტაბილურობას და ზრდას ხელს შეუწყობს.

თბილისში ახალი წისქვილკომბინატი ამუშავდება, სამეგრელოში თხილის გადამამუშავებული საწარმო იქმნება, რომელიც სხვადასხვა რეგიონებიდან 15 მილიონი დოლარის თხილს შეისყიდის, ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი.

ჩვენი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს უნდა ატარებდეს.

2006-2007 წლებში სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს მხრივ, საერთო ინვესტიცია 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს, პრივატიზააცის თანხებიც სოფლის მეურნეობის სფეროში გადაიგზავნება.

სოფლებში სარწყავი არხების აღდგენის პროცესი დაიწყო. საქართველოში სარწყავი სისტემა იქნება ისეთივე მოცულობის, როგორც საბჭოთა კავშირის დროს, ეს პროცესი უკვე დაიწყო.

მომავალი წლიდან სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ხალხისთვის ათასწლეულის პროგრამით, სექტემბრიდან გრანტების გაცემა დაიწყება.

ასევე მომავალ წელს ყველა სოფელში ამბულატორიების მშენებლობა დაიწყება.

სოფლებში 400 სკოლას გავარემონტებთ. წელსვე შემოგვაქვს ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ ცემენტის საფარიანი გზების დასაგებად გამოვცდით.

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ასობით კილომეტრი გზის დაგებას შევძლებთ 40 პროცენტით ნაკლებ ფასში დავაგოთ გზები, მით უმეტეს, რომ ცემენტის წარმოება საქართველოში გვაქვს.

წელს თითქმის ყველა რაიონულ ცენტრში ასფალტის გზით მივალთ. ყველა დიდი სოფელი გავლადი თანამედროვე გზით იქნება რაიონულ ცენტრთან დაკავშირებული. ეს სოფლის მეურნეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პროდუქციის გატანა, ხალხის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიური აქტია, რეგიონალურ ტრანსპორტზე წელს ხალხის რაოდენობა გაიზარდა 50 პროცენტით. ხალხს გადაადგილების და საკუთარი პროდუქციის გასაღების სტიმული გაუჩნდა.

მთავარი, რაც წელს მოხდა არის ის, რომ საქართველოში ელექტროენერგია ყველა დასახლებულ პუნქტს ჰქონდა, რაც ნიშნავს იმას, რომ გადამამუშავებული წარმოება.

ეს არა მარტი სოფლის მეურნეობის პროდუქციას შეეხება, არამედ ხე-ტყის გადამუშავების საწარმოებსაც.

ასევე შესაძლებელია, რომ სხვა ძალიან სერიოზული საწარმოები ყველგან ამუშავდეს.

სოფლის მოსახლეობის განვითარება არის ჩვენი საზოგადოების ხერხემალი, ამიტომ მოხდა მიწების და დიდი მეურნეობების პრივატიზაცია.

ჩვენ ვიმყოფებით გზის დასაწყისში, ამდენი წლის უმოძრაობის პირობებში ყველაფერი ერთბაშად არ მოგვარდება.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)