Google+

გამოსვლები და განცხადებები

14.06.2006
საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივი ბრიფინგი

მიხეილ სააკაშვილი

უწინარეს ყოვლისა, ბედნიერი ვარ, რომ შეცვლილ გალამაზებულ და გაუმჯობესებულ სანკტ-პეტერბურგში ვიმყოფები - აღდგენილ ქალაქში, რომლითაც ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი.

ეხლა მას სრულიად ახალი სახე აქვს.

მსურს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ის, რომ თქვენი ხელმძღვანელობით მართლაც ისტორიული ცვლილებები ხორციელდება.

კარგია რომ, შეხვედრისთვის დრო გამოვნახეთ, რადგან ბოლო პერიოდის განმავლობაში, სამწუხაროდ, ქართულ- რუსულ ურთიერთობებში ბევრი მოუგვარებული პრობლემა დაგროვდა, რაც ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

ისტორიულად, კავკასიის პრობლემები შედარებით სწორად და უმტკივნეულოდ მაშინ გვარდებოდა, როდესაც საქართველო რუსეთთან ერთად წყვეტდა მათ, როდესაც ერთობლივი ძალებით, ენერგიითა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით ვწყვეტდით ჩვენი რეგიონის მწვავე პრობლემებს.

სამწუხაროდ, ამჟამად ასეთი კოორდინაცია ჩვენს შორის არ არსებობს და გვსურს, რომ ის ისევ აღვადგინოთ.

კავკასიაში კონფლიქტებთან დაკავშირებული მოუგვარებელი პრობლემები ჯერ კიდევ არის და აგრესიულ სეპარატიზმთან დაკავშირებული პრობლემები მწვავედ დგას, რომელთა არსებობა არცერთი ქვეყნის ინტერესს არ შეესაბამება.

ჩვენ რუსეთის პოზიციის იმედი გვაქვს, რომელმაც გასულ წელს, ეუთოში მინისტრთა შეკრებაზე სამხრეთ-ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ჩვენეულ ინიციატივას მხარი დაუჭირა. ჩვენ რუსული მხარისაგან შემდგომ დადებით ნაბიჯებს ველით და იმედი გვაქვს, რომ თქვენ არსებული პრობლემების დარეგულირებაში პირადად მიიღებთ მონაწილეობას - იმ პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც ქართულ-რუსული ურთიერთობის გაუმჯობესებას ხელს უშლიან.

თქვენ აღნიშნეთ, რომ დადებითი ტენდენციებიც შეიმჩნევა, რასაც უდავოდ მივესალმები.

საქართველო ძალზე კონსტრუქციულად არის განწყობილი და ღია დაილოგისათვის მზადაა.

მიმაჩნია, რომ პრობლემების მოსაგვარებლად, გარკვეული პერიოდი ხელიდან გავუშვით, თუმცა ყველაფრის დაბრუნება და პოზიციის განსაზღვრისას არსებული ვითარების ჩვენთვის სასურველ კალაპოტში მოქცევა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

ვფიქრობ, ეს პოზიციები დღეს ჩვენ გულახდილად და ღიად განვიხილეთ, რაც ბატონ პუტინისთვის დამახასიათებელია.

მიმაჩნია, რომ ეს საუბარი უნდა გაგრძელდეს.

სამწუხაროდ, მიწევს იმის აღნიშვნაც, რომ ამ პრობლემათა უმეტესობა მოუგვარებელი რჩება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი მოგვარება არ უნდა ვცადოთ.

- მინდა დავეთანხმო ბატონ პუტინს - როდესაც ასეთი ურთიერთობების ფონი არსებობს, შესაძლებელია ყველაფერი მოხდეს. ვნებათაღელვის დროს, ყველანაირი განცხადებები კეთდება და წყენაც იჩენს-ხოლმე თავს. მაგრამ ერთია ემოცია და მეორე - რეალობა. კონკრეტულ საკითხებს, მაგალითად, ეკონომიკურს, ჩვენბ კონსტრუქციულად განვიხილავთ და ვიმედოვნებ, მომავალშიც გავაგრძელებთ.

ძირითადი საკითხი კონფლიქტებს შეეხება. სამწუხაროდ, კონფლიქტების ზონაში არსებული რეალობა ისაა, რომ გამოხატული ემოციებიც კი სრულად არ ასახავენ იქ შექმნილ ტრაგიკულ და დრამატულ სიტუაციას. აფხაზეთიდან სამასი ათასი დევნილი გვყავს, რომლებიც თავიანთი მიწიდან 90-იანი წლების დამდეგს გამოყარეს. რთული ვითარება გვაქვს სამხრთ ოსეთის საზღვრის ნაწილში. ბატონ პუტინთან ერთად ეს საკითხიც განვიხილეთ. საქართველო განწყობილია გამართოს მშვიდობიანი, პროგრესული დიალოგი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მონაწილეობით. მთავარი პარტნიორი ამ მოლაპარაკების მსვლელობისას, უწინარესად, რუსეთის ფედერაციაა. მეორეს მხრივ, რეალობაა ისაა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ანექსია მიმდინარეობს. მიმდინარეობს მიწების გამოყოფა და დღეს იქ მცხოვრებ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საკუთრებას ართმევენ. ხალხს საკუთარ სახლებშიარ აბრუნებენ... სამხრეთ ოსეთში თანამდებობეზე ინიშნებიან ოფიციალური პირები, რომელთა გვარების დასახელება ათეულობით შემიძლია, თუმცა რუსულ მხარისთვის ეს გვარები კარგად ნაცნობია. რას შეიძლება კიდევ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ანექსია დაერქვას? სამწუხაროდ, ეს ასეა.

ჩვენ ამ სიტუაციიდან უნდა გამოვიდეთ, უნდა აღვადგინოთ კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომელცი ჩვენს ხელთაა. მათ შორის უპირველესი რუსეთის ფედერაციასთან დიალოგია იმ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც რეალურად დგას ჩვენს წინაშე. რა თქმა უნდა, საზოგადოების აზრი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ თუ ვინმე იტყვის, რომ აფხაზეთში ვერავინ ნახა, ვისაც საქართველოს შემადგენლობაში ცხოვრება სურს, შესაძლოა, მართალიც იყოს. თითქმის ყველა, ვისაც ამის სურვილი გააჩნდა საკუთარი სახლებიდან, საკუთარი სოფლებიდან და ქალაქებიდან გამოყარეს. იგივე ეხება სამხრეთ-ოსეთსაც. ამიტომ, ჩიხიდან გამოსასვლელი უნდა ვიპოვოთ. ჯერ-ჯერობით კი, უფრო მეტი კითხვა გვაქვს, ვიდრე პასუხი. დიდი იმედი მაქვს და დღევანდელოი საუბარი სწორედ ამას ისახავდა მიზნად, რომ უფრო კონსტრუქციული დაიალოგი გაიმათროს და გამოსავსალიც კონსტრუქტციულად მოიძებნოს. არ დავმალავ, რომ ვითარება ძალზე რთულია. ჩვენ ამ სიტუაციიდან გამოსასვლელი გზების ძიებას დავიწყებთ.

არსებობს ადამიანთა მთელი სია, რომელთა საქმიანობა, შესაძლოა, პოლიტიკას არ ეხებოდეს, მაგრამ მთლიანად ეხება კრიმინალს. ჩვენი მონაცემებით, რასაც რუსეთის ოფიციალური წყაროებიც ადასტურებენ, ისინი რუსეთის ფედერაციის ტიერიტორიაზე იმყოფებიან. ბანდიტები და ქურდები ყველგან ბანდიტები და ქურდები არიან. ვლადიმერ პუტინი საუბრობდა, რომ ქართველები რუსეთიდან ფულს საქართველოში აგზავნიან. მოხარული ვარ, რომ რუსულ საზოგადოებაში მაღალ მდგომარეობას ბევრმა ქართველმა მიაღწია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მათგანი ამ სიტუაციაში უნებურად აღმოჩნდა. ჩვენ მათ სიამოვნებით ვიწვევთ უკან, თუმცა თუკი რუსეთის ზოგიერთ ოფიციალურ და არაოფიციალურ სტრუქტურას ჩვენი კრიმინალების შეფარება სურს, რუსეთში მათ ექსპორტირებას სიამოვნებით მოვახდენთ - ისინი ჩვენ არ გვჭირდება.

მეორეს მხრივ, ყველა საკითხთან დაკავშირებით, რუსეთთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ, რათა გაუგებრობა გამოირიცხოს და ამის შესახებ არაერთხელ მიცნობებია ბატონი პუტინისათვის. მიმაჩნია, რომ იგიც სრულიად მეთანხმება.

დღესდღეობით საზღვრები გამჭირვალეა. ერთ დროს, იმ ადამინთა გადაცემის თაობაზეც ვთანამშრომლობდით, რომლებიც ტერორიზმში იყვნენ ეჭვმიტანილი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობა აგვეწყო.

რაც შეეხება კონფლიქტის ზონებში არსებულ სიტუაციას, ის გამწვავებულია და ჩვენ ყოველდღიური პროვოკაციის, მუქარისა და უკანონო მოქმედებების პირობებში ვიმყოფებით. ეს არა მარტო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფას ეხება, არამედ იმ ტერორისტულ დაჯგუფებებსაც, რომლებიც პოლიციის ნაწილებს, ელექროგადამცემ ხაზებს და რკინიგზას აფეთქებდნენ. ლაპარაკია იმ ხალხზეც, ვინც დღესდღეობით ფულის გაყალბების გამოა დაკავებული. ვიმედოვნებ, რომ ამ ხალხს ერთობლივი ძალებით გავუმკლავდებით. სხვათა შორის, არის კონკრეტუცლი კრიმინალური აქტივობა, რომელიც როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის კანონმდებლობით ისჯება.

საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი და ეტაპობრივი მოგვარება სურს. მშვენივრად ვიცით, რომელ რეგიონში ვცხოვრობთ. ამ რეგიონში ნებისმიერი კონფლიქტი მძიმე შედეგებს გამოიწვევს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ჩრდილოეთ კავკასიისათვის, რუსეთისთვის, მთელი რეგიონისა და მთლიანად მსოფლიოსთვის.

ჩვენ ვნახეთ კონფლიქტების ექსპორტი მსოფლიოს სხვა კონფლიქტურ რეგიონებში. ბატონი პუტინი ამასთან დაკავშირებით საჯაროდ საუბრობდა კიდეც. ჩვენ მჭიდროდ ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სხვა ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის გარანტია და პირიქით. ძლიერ რუსეთს, რომელიც თავის რეგიონებს აკონტროლებს და კანონს ამყარებს, ჩვენი კონფლიქტების მოგვარების საკითხში კონსტრუქციული როლის შესრულება შეუძლია. მინდა გავიმეორო, რომ მზად ვართ მუშაობა გავაგრძელოთ სამშვიდობო გეგმისა და თითოეული ჩვენი ინიციატივის თაობაზე, თუმცა მოქმედება უნდა დავიწყოთ. ჩვენ არ შეგვიძლია მუდმივად "გაყინულ" მდგომარეობაში ვიყოთ. "გაყინული" მდგომარეობა აღარ არსებობს, არის კონფლიქტი, რომელიც ყოველდღიურად აღელვებს კონკრეტულ ადამიანებსაც და მთლიანად საზოგადოებას, რადგან ყოველდღიურად ინგრევა ადამიანთა ბედი და მათ საფრთხე ემუქრებათ. ამიტომ ჩვენ უნდა დავიწყოთ მოქმედება. ცხადია, რომ ჩვენი ტერიტორიის თუნდაც ნაწილის გასხვისებას არასდროს დავთანხმდებით. ბატონ პუტინს არაერთხელ უთქვამს, რომ რუსეთს მსგავსი ზრახვა არ გააჩნია. რუსეთი უდიდესი ქვეყანაა და მას საკმაოდ დიდი ტერიტორია აქვს - გაცილებით დიდი, ვიდრე საქართველოს.

საქართველო პატარა და ლამაზი ქვეყანაა და უმჯობესია თუ მას თავს დაანებებენ. ჩვენ არაფერი გვაქვს ვინმესთვის მისაცემი - სანამ დედამიწაზე სამართალი კიდევ არსებობს, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიდან არც ერთ გოჯ მიწას არასდროს არავის დავუთმობთ. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს!

სამწუხაროდ, ჩვენ რთულ ვითარებაში ვიმყოფებით, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დრო ჯერ კიდევ გვაქვს. დროთა განმავლობაში ჩვენ ყველა ამ საკითხს კონსტრუქციულად, მშვიდობიანად და რუსეთთან დიალოგის გზით გადავწყვეტთ. მე არ ვაპირებ, საქართველო რამდენიმე ათასი კილომეტრით სამხრეთით ან ჩრდილოეთით "გადავდგა". რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობით უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ ერთი მთლიანის, ერთიანი კულტურის, ერთიანი სივრცის ნაწილი ვართ და ტრაგიკული შეცდომა იქნებოდა, რომ ეს ძაფი გაგვეწყვიტა. ცხადია, დასაკარგი და გასაცემი არაფერი დაგვრჩა. ჩვენ პატარა ქვეყანა გვაქვს, გვაქვს პრინციპები, ნორმები და პრინციპული პოზიცია, რომელიც ყველამ უნდა გაითავლისწინოს. კონსტრუქციული პოზიციის საფუძველზე კი, ყველა საკითხის გადაწყვეტას შევძლებთ.

ბატონმა პუტინმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კიდევ ერთხელ აღიარა. აფხაზეთი საქართველოა, თუკი ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, გეოგრაფიას გადახედოს.

მინდა განვაცხადო, ყველა ეკონომიკური თუ პოლიტიკური საკითხის განხილვას საქართველოს პრემირ-მინისტრს ვავალებ. იმედი მაქვს, ღვინოსთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გადაწყდება. ღვინო შეიძლება გათავდეს, რადგან მის ექსპორტს ახლა დასავლეთის ქვეყნებში ვახდენთ და არ მსურს, რუსეთი ღვინის გარეშე დარჩეს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მისი ექსპორტის აკრძალვისთანავე, რუსეთი არა მარტო დაინტერესდა ქართული ღვინით, არამედ ღვინის ერთ-ერთი მსხვილი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთმა დიდმა მწარმოებელმა შეიძინა. უნდა იჩქაროთ, რადგან, შესაძლოა, ღვინო აღარ დარჩეს. ასე რომ, ეს საკითხიც ერთობლივად უნდა გადავწყვიტოთ.

Владимир Путин:

- Добрый день уважаемые дамы и господа!

Я хочу еще раз поприветствовать президента Грузии Михаила Николаевича!

Я благодарен за то, что он принял приглашение и, не смотря на такой поздний час, нам все-таки удалось встретиться и переговорить.

Я очень рад, что эта встреча состоялась, мы проанализировали то, как не просто складываются сегодня Российско-Грузинские отношения, поговорили о возможных путях не только, восстановления, но и развития наших связей.

В свем приветственном слове я отметил, что не смотря на все сложности, торгово-экономические связи между нашими странами развиваются, и развиваются они, как это ни покажется странным, успешно.

Рост товарооборота ежегодно составляет около 50 процентов и больше, растут прямые инвестиции, вкладываемые в экономику Грузии.

За предыдущий год эти инвестиции выросли в 5 раз и если объем этих инветиции в целом пока и не велик, то тендеция явно не плохая.

Наш бизнесс проявляет интерес к развитию сотрудничества в таких облостях как химия, горнорудная промышленность, пищевая промышленность.

Российский бизнесс реально работает в этих экономических секторах. Хочу напомнить, что по нашим и независимым грузинским оценком ежегодно из России в Грузию граждане Грузии, временно проживающие и работающие в России, переводят в вашу страну примерно от полутора до двух миллиардов доларов.

Это гороздо больше, чем любая помощь со стороны третьего государства. Мы говорили с Михаилом Николаевичем о том, что и Грузия и Россия должны предпринять шаги по направлению нормализации наших отношений и создание хороших условий для развития межгосударственных связей.

Мы договорились об улучшении механизма нашего взаимодействия, что будет сделано в ближайшее время.

Разумеется, мы говорили и о самых острых проблемах - о замороженных конфликтах.

Естественно, в ходе кратковременной беседы, этих проблем не решить, но хочу подчеркнуть, что у нас есть желание совместной работы над решением этих проблем.

- В последнее время мы очень много дискутируем с нашими партнерами. Наша позиция всегда заключалась в том, что мы должны придерживатся основопологающих принципов международного права, зафиксированных в уставе Организации Объединненных Наций. Но в последнее время мы часто слышим, что надо руководствоваться другими соображениями о некой политической целесообразности и исторических особенностях. Это открытая дисскусия, которую мы ведем со многими партнерами.

Что касается ситуации, которую вы вспомнили в связи с Чеченской республикой, хочу напомнить, чем это закончилось - это закончилось проведением всенародного референдума на основе конституции Чеченский республики. Падавляющее большинство народа Чеченский республики этот референдум поддержало и зафиксировало, что Чечня находится в териториальном и правовом поле Российской Федерации. Так что, с чего бы мы ни начинали, если вопрос хотим решить демократическим путем, в первую очередь, должны спросить мнение народа.

- Я и Михаил Николаевич считаем, что у нас отношения в политической сфере нельзя считать нормальными. Наша сегодняшняя встреча посвящена поиску путей урегулирования двусторонних отношений.

Я согласен с оценкой моего грузинского коллеги, разговор был очень откровенным и полезным, направленным на поиск путей выхода из данной ситуации. Что касается взаимных упреков и обид, то они возникают из-за отсутствия и должного уровня контактов, непонимания действий друг-друга. Я бы не стал заострять внимания на этом, я бы хотел обратить Ваше внимание на другое - на взаимное желание вийти из этого состояния. Что касается создания препятствий переводам денежных средств из територии Россиской Федерации в Грузию - я таких указании не давал.

Касательно криминальных элементов, о которых здесь было сказанно, мы будем кооперативно работать с нашими партнерами из любой страны, в том числе и из Грузии. Что касается Грузии, если речь идет о электропередачных линиях, или других коммуникациях, о которых сказал мой коллега, напомню, что примерно 30 процентов энергогенерации принадлежит российской компании в Грузии «Раоэс». И 30 процентов распределения электроенергии также принадлежит «Раоэс». Исходя из этого, мы заинтерисованы, чтобы это функционировало нормально.

- Что касается господина Абашидзе, я не знал, что его объявили в розыск. Это странно для меня, так как во время известных событий в Аджарии, Грузинская сторона обратилась к нам с просбой не препятствовать его въезду на территорию России. Я помню, наши разговоры по этому поводу. У меня были опосения на счет того, что позже грузинские партнеры будут требовать его выдачи, а Россия не выдала бы его. Мы оказались бы в сложном положения. Но нам сказали: - «не беспокойтесь никто выдачи требовать не будет». Если это сейчас произошло, то для меня это новость. Тогда мы проведем отдельные консультации по этому вопросу.

- Что касается вина. Это касается не только грузинского вина, но и любой другой продукции. Когда я сказал, что Российские инвесторы проявляют интересс к пищевой промышленности Грузии, я имел ввиду, что прежде всего они проявляют интерес к ликьеро-водочной продукции Грузии. Так что, мы заинтересованны в получении качественной продукции. Этот вопрос сегодня мы не обсуждали, я благодарен президенту Грузии за то, что он отркыто и очень энергично предпринял решительные шаги по наведению порядка и в этой сфере. У нас мы должны сделать то же самое, так как в России тоже очень много фальсификатов - почти 60 процентов. Если справимся с этой проблемой, не будет никаких вопросов по доступу продукции на российский рынок. Вы знаете, как остро стоит вопрос алкоголизации населения этими суррогатами, какой вред приносит их употребление. Это очень большая проблема нашей страны.

Что касается ближе, я недавно был в Сочи, откуда пешком можно дойти, это не проблема.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)