Google+

შეხვედრები და ვიზიტები

26.11.2012
მიხეილ სააკაშვილსა და ქეთრინ ეშტონს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ქეთრინ ეშტონს შეხვდა. განხილვის მთავარი თემები იყო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები და ამ მხრივ, საქართველოს წვლილი, ასევე ორმხრივი ურთიერთობა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა. საუბრისას, ქეთრინ ეშტონმა ყურადღება ასოცირებული წევრობისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში მიღწეული პროგრესის განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კვლავ განაგრძობს ევროინტეგრაციის კურსს, ეს საკითხი ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად დარჩება. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების გადაბარების პროცესი ქვეყანაში დემოკრატიულად განვითარდა. შეხვედრისას, ასევე აღინიშნა, რომ ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მთავრობისა და პრეზიდენტის კონსტრუქციული თანამშრომლობის საკითხს. ამას გარდა, საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ აუცილებელია სამართლის პრინციპების დაცვა და კანონის უზენაესობა - ეს არის მთავარი ფასეულობა, რომელიც, მისივე თქმით, საერთოა ევროკავშირისა და საქართველოსთვის.

გაფართოებული ფორმატით შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილსა და ქეთრინ ეშტონს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)