Google+

შეხვედრები და ვიზიტები

12.11.2012
საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის ორმხრივი შეხვედრა პრაღაში ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. საუბრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფება იყო. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნის უცვლელი პრიორიტეტია. საქართველოს პირველი პირის თქმით, მომავალი ერთი წლის განმავლობაში ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს და არ შეწყდეს მიმდინარე პროგრესი როგორც ამ მიმართულებით, ისე ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით.

საქართველოს პრეზიდენტთან საუბრისას, ანდერს ფოგ რასმუსენმა საპარლამენტო არჩევნებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ პროცესი დემოკრატიულად და გამჭვირვალედ წარიმართა, რასაც ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლების დემოკრატიული გზით გადაბარება და დასაფასებელია, რომ საქართველოში ეს პროცესიც წარმატებით მიმდინარეობს.     

მიხეილ სააკაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას ანდერს ფოგ რასმუსენის პირადი მიწვევით ესწრება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (8)
2012 (10)
2011 (10)
2010 (8)
2009 (2)
2008 (3)
2007 (6)
2006 (7)
2005 (9)
2004 (1)