Google+

ბრიფინგები

01.03.2013
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს ბრიფინგი გამართა და მასმედიის წარმომადგენლებს ქვეყნის პირველი პირისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის თაობაზე ისაუბრა.  

„ეს შეხვედრა იყო პრეზიდენტის ინიციტივა და იდეა, ამიტომ სრულიად გაუგებარი და უსაფუძვლოა, რომ მისი ჩაშლა პრეზიდენტს დაბრალდეს. გუშინ საღამოს, პრემიერმა გამოთქვა ინიციატივა შეხვედრა დღეს შემდგარიყო, რაც პრეზიდენტის განრიგიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება. ამიტომ, პრეზიდენტის შეთავაზებაა, რომ შეხვედრა შედგეს ორშაბათს დილით. ქვეყნის პირველი პირი საჯაროდ ადასტურებს, რომ მზადაა პრემიერს შეხვდეს იქ, სადაც პრემიერს სურს. პრეზიდენტს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი უცხოეთში, მაგრამ, ბუნებრივია, ის ყოველთვის მზად არის ქვეყნის შიგნით მიმდინარე ყველა პროცესში მიიღოს აქტიური და კონსტრუქციული მონაწილეობა. ქვეყანის პირველი პირი ყველაფერს გააკეთებს, რათა მოლაპარაკების პროცესი შედგეს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. საქართველოს პრეზიდენტის ინტერესია, რომ შემდეგი კვირა დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგითა და შეთანხმებით. უნდა ითქვას, რომ დაგროვდა  საკმაოდ  ბევრი საკითხი და პრეზიდენტისა და პრემიერის მოვალეობაა, რომ გაუგებრობების განსამუხტად ყველაფერი გააკეთონ, ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილურობა, სამოქალაქო მშვიდობა და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების გზას“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code