Google+

ბრიფინგები

11.02.2013
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა

 “მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა  სამსახურმა უკვე  გაავრცელა  განცხადება  შინაგან საქმეთა  მინისტრის მიერ  დღეს  გამოთქმულ   განცხადებებთან დაკავშირებით, საჭიროდ მივიჩნევთ, ჩვენც გამოვეხმაუროთ იმ ბრიფინგს, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში  ჩატარდა.
ვწუხვართ, რომ ამ თემაზე კიდევ ერთხელ  გვიწევს  დღეს კომენტარის გაკეთება, მაგრამ  იძულებულები  ვართ  გამოვეხმაუროთ  იმ  არაკომპეტენტურ  შეფასებებს,  რომელიც დღეს გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროში
მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური  არ გახლავთ ის ორგანიზაცია, რომელსაც ევალება  საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება და არ ევალება  საზოგადოებრივი  წესრიგის დამრღვევთა  წინააღმდეგ ქმედებების განხორციელება. საქართველოს  ტერიტორიაზე  საზოგადოებრივ  წესრიგის  დამყარების ვალდებულება კანონით აქვს მხოლოდ პოლიციას.
უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მხრიდან ამ ფუნქციის განხორცილების აუცილებლობა არ  დამდგარა, იმ მარტივი მიზეზის  გამო რომ დასაცავი ობიექტი, როგორც თქვენთვის არის ცნობილი    ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ ყოფილა.
გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო  არაერთხელ იქნა გაფრთხილებული   მოსალოდნელი  პროვოკაციის თაობაზე. 
კიდევ ერთხელ  მივმართავთ ყველას, შეწყდეს  საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა ,  პასუხისმგებლობის სხვაზე და სხვა უწყებებზე გადაბრალება მიუღებელია. “- განაცხადა მანანა მანჯგალაძემ. 
 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code