Google+

ბრიფინგები

27.03.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე სამხრეთ კორეაში გამართულ ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი შეაფასა. მანანა მანჯგალაძემ სამიტის მნიშვნელობასა და ამ ღონისძიებაში საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობის შესახებ ისაუბრა.  

მისი თქმით ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბირთვული უსაფთხოების სამიტში მონაწილეობა 50-ზე მეტი ქვეყნის ლიდერმა მიიღო. სამიტის ფარგლებში ლიდერებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ბირთვული ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებში, ასევე ბირთვული იარაღის დაცვასა და ბირთვული მასალებით უკანონოდ ვაჭრობის აღკვეთასთან დაკავშირებული თემები.

სამიტზე გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება ბირთვული უსაფრთხოების საკითხების გადაუდებლად მოგვარების აუცილებლობაზე გაამახვილა და მხარეებს ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მოუწოდა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე ისაუბრა იმ საფრთხეების შესახებაც, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მოდის და საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობის გამოა შექმნილი. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს საერთაშორისო მექანიზმების უფრო აქტიურად ამოქმედებისკენ მოუწოდა. მანანა მანჯგალაძემ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ბირთვული თანამშრომლობის კონტექსტში საქართველოს შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც ისაუბრა.

პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ სამიტის ფარგლებში, ქვეყნის პირველი პირი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსაც შეხვდა.

მანანა მანჯგალაძემ ბრiფინგზე პრეზიდენტის ორი ახალი ინიციატივასაც შეეხო, რომელთაგან ერთ-ერთი პროფესიული გადამზადების 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგებას შეეხება. მისი თქმით, ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და უკვე პროფესიულ კოლეჯებში უკვე ორი ათასამდე მსურველი დარეგისტრირდა.

„ძირითადი მოთხოვნაა სამშენებლო და სოფლის მეურნეობის დარგებზე, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიები და მომსახურების სფეროები. ვფიქრობ, მისასალმებელია, როდესაც დაინტერესება სფეროებზე მოდის. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ბაზარზე სწორედ ამ პროფესიებზეა მოთხოვნა. შესაბამისად, სახელმწიფო ცდილობს, მოხდეს დაინტერესებული პირების გადამზადება, დაფინანსება და ხელშეწყობა, რათა ისინი შესაბამის პროფესიებს დაეუფლონ და დასაქმდნენ," - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მეორე პროგრამის შესახებაც ისაუბრა, რომელიც სტუდენტების საზაფხულო დასაქმებას შეეხება.

"25 ათას სამუშაო ადგილზე უკვე დარეგისტრირდა 24 ათას 986 სტუდენტი. ამ დროისთვის დარჩენილია 14 ვაკანტური ადგილი. სტუდენტები მათთვის სასურველ პროფესიები აირჩიეს   როგორც საჯარო სექტორში, ისე კერძო კომპანიებში," - აღნიშნა მან.  

ბრიფინგის დასასრულს, მანანა მანჯგალაძემ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული არჩევნების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია.

"არც საქართველო და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს იმ ე.წ. არჩევნებს, რომელიც გაიმართა ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის პირობებში და საქართველოს საკონსტიტუციო ჩარჩოებს მიღმა," - აღნიშნა პრესსპიკერმა.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code