Google+

ბრიფინგები

28.02.2012
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციული ბრიფინგი საქართველოს პრეზიდენტის  დღევანდელი გეგმების შესახებ საუბრით დაიწყო.

„დღეს, საღამოს 8 საათზე საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტისა და  საზოგადოების წინაშე, კონსტიტუციის შესაბამისად, ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება. მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა მოიცავს ყველა სფეროს, რომლებიც, ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს. პრეზიდენტის საზოგადოებას ახალ ინიციატივებსაც გააცნობს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის  წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხოდ. ინიციტივები იმ პრობლემებსა და გამოწვევებს შეეხება, რომლებიც დასაქმების მხრივ და სოფლის მეურნეობაშის სფეროს აქვს, იმ რეფორმებს, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში მიმდინარეობს. პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების ერთ-ერთი მთავარი თემა განათლება და ახალი თაობის - ახალგაზრდობის წინაშე მდგარი პრობლემებიც იქნება. საუბარი ასევე შეეხება უსაფრთხობის საკითხებსაც და, ვფიქრობ, რამდენიმე მნიშვნელოვანი და ძალზე საინტერესო იდეა გაცხადდება. თავისთავად, 2012 წელი, საპარლამენტო არჩევნები და მისი სამართლიანობის  უზრუნველყოფა ასევე იქნება ამ მოხსენების ნაწილი“, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს ბოლოჯერ მიმართავს საზოგადოებას ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ამ შენობიდან.

„საინტერესოა ისიც, რომ ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ბოლო მიმართვა არა მხოლოდ ამ მოწვევის პარლამენტისთვის, არამედ ეს გახლავთ ბოლო მიმართვა, რომელიც საქართველოს პარლამენტის ამ შენობაში გაკეთდება. მოგეხსენებათ, მომდევნო მოწვევის პარლამენტი უკვე  ქუთაისში განთავსდება და მომავალი წლის საპრეზიდენტო მოხსენება ახალი პარლამენტის კედლებში გაკეთდება,“- აღნიშნა პრესსპიკერმა.

მანანა მანჯგალაძემ ისიც აღნიშნა, რომ საზოგადოებას, მათ შორის,  უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, საშუალება მიეცემათ პრეზიდენტის  დღევანდელ გამოსვლას პირდაპირ ეთერში ონლაინ რეჟიმით ადევნონ თვალი.  

„ამ კომუნიკაციის საშულებით, დღეიდან ჩვენ შევეცდებით ვიყოთ კიდევ უფრო მჭიდრო  ინტერაქციაში საზოგადოებასთან, მივიღოთ და გავიგოთ მათი მოსაზრებები და ვუპასუხოთ  დასმულ შეკითხვებს. ბუნებრივია, დღეს პრეზიდენტის გამოსვლასთან ერთად, იქნება გამოსვლები, როგორც უმრავლეობის, ისე უმცირესობის მხრივ. დღეს საღამოს, ვფიქრობ, საინტერესო და რაც მთავარია, საქმიანი დისკუსიის მომსწრე გავხდებით. ბუნებრივია, მოგვიანებით პრეზინდეტს შესაძლებლობა ექნება პასუხი გასცეს დეპუტატების შეკითხვებს. გაგაცნობთ კიდევ რამდენიმე დეტალს - პრეზიდენტის გამოსვლა, სავარაუდოდ, 50 წუთს გასტანს“, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code