Google+

ბრიფინგები

07.06.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

ტრადიციულ ბრიფინგზე დღეს საქრთველოს პრეზიდენტის პრესსპიკერიმა მანანა მანჯგალაძემ გასულ კვირას განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი პერიოდი იყო საგარეო ურთიერთობის თვალსაზრისით. ამ მხრივ, მან გამოყო პრეზიდენტის ვიზიტი იტალიაში, სადაც იგი იტალისს პრეზიდენტმა რესპუბლიკის გაერთიანების 150 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პირადად მიიწვია.  

იტალიაში მიხეილ სააკაშვილმა გამართა ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტთან.

„მიხეილ სააკაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის  შეხვედრა იმ მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა ,  რომელსაც შეერთებული შტატები გამოხატავს საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყანაში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმების მიმართ", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელზეც პრესსპიკერმა ყურადღება გაამახვილა,   საქართველოში ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი იყო. შეხვედრების დროს მხარეებმა განიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პოლიტიკურ-ეკონომიკური ასპექტები და ამერიკის შეერთებული შტატების მხრივ  დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები. საუბარი ასევე შეეხო  უსაფრთოების საკითხებს.

მანანა მანჯგალაძე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო და კერძოდ, რუსეთის მიერ ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობის შესახებ ილაპარაკა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ორ ტერორისტულ აქტზე, რომლის განხორციელებას ჩვენმა სამართალდამცავებმა შეუშალეს ხელი. მისი თქმით, ეს ტერაქტები იგეგმება რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ, ადგილობრივი საოკუპაციო ხელისუფლების მხარდაჭერით.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საერთაშორისო თანამაგობრობას,  რათა ყველა რესურსი და საშულება გამოიყენონ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაზე ზემოქმედების მოსახდენად", - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ბრიფინგზე მან სამომავლო გეგმების შესახებაც ილაპარაკა. როგორც მან თქვა, მომავალ კვირას საქართველოს ამერიკელი კონგრესმენთა კიდევ ერთი ჯგუფი ესტუმრება, ხოლო უახლოეს პერიოდში რამდენიმე ევროპული ქვეყნის მეთაური ეწვევა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code