Google+

ბრიფინგები

19.04.2011
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ტრადიციული ბრიფინგი

მანანა მანჯგალაძე ტრადიციულ ბრიფინგზე იმ თემებს შეეხო, რომლებიც გასული კვირის განმავლობაში განიხილებოდა და იყო ინიცირებული. ამ დღეების განმავლობაში პრეზიდენტმა ისაუბრა იმ ინიციატივების შესახებ, რომლებიც საქართველოს მთავრობას  განათლების  სისტემაში შეაქვს მისი სრული  რეფორმირების მიზნით. პრესსპიკერმა ის ძირითადი ასპექტები დაასახელა, რომლებსაც ამ პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, კერძოდ, სკოლების რეაბილიტაცია, მანდატურების სამსახურების ამოქმედება, სკოლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპიუტერიზაცია და პედაგოგთა ხელფასების ზრდა.

მაჯგალაძის თქმით, განათლების სფეროს სახელმწიფოს მხრივ უფრო მეტი რესურსი და ენერგია მოხმარდება, რათა სისტემა სრულად პასუხობდეს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს უმაღლეს სტანდარტებს.

„დიდი ყურადღება ეთმობა  სასწავლო გარემოს  გაუმჯობესებას და ეს პროცესი ქალაქებიდან   რეგიონებსა და სოფლებში ინცვლებს. 2011 წელს  10 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შევა ექსპლუატაციაში და 500 სკოლა სრულად იქნება რეაბილიტირებული. ისევ გრძელდება  კომპიუტერიზაციის პროგრამა და 60 ათასი პირველკლასელი მიიღებს სახელმწიფოსგან „ნეტბუქს",  1000 წარჩინებული მოსწავლე  კი, პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდება. რაც შეეხება მასწავლებელთა ხელფასებს, ცვლილებები ამ მიმართულებითაც იგეგმება. კერძოდ, თუკი დღვანდელი მონაცემებით, პედაგოგის საშუალო ხელფასი  380 ლარს შედგენს,  სერტიფიცირების გავლის შემდეგ  ხელფასს 75 ლარი დაემატება.  იმ შემთხვევაში კი, თუ პედაგოგი ინგლისურისა და კომიუტერის  გამოცდას ჩააბარებს, დამატებით კიდევ 125 ლარს მიიღებს, რაც, მთლიანობაში, 580 ლარს შეადგენს. სერტიფიცირებულ  პედაგოგების საუკეთესო 25 პროცენტს, ხელფასი ათასი ლარი ექნება. 160 ლარი დაემატება მენტორი  მასწავლებლის ხელფასს. ასევე, გრძელდება მაღალმთიან რეგიონებში  მომუშავე პედაგოგთა  წახალისება-სტიმულირება. ის, ვინც ჩართულია პროგარმაში „ასწავლე საქართველოსთვის" ხელფასზე დანამატის სახით 500 ლარს მიიღებს", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

პრესსპიკერმის განცხადებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება არაქართულ სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლებასაც. განსაკუთრებით, ეს შეეხება  ეთნიკური უმცირესობებით  დასახლებულ რეგიონებსა და რაიონებს.

„სახელმწიფო  ზრუნავს ამ მოქალაქეებზე. სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა სწორედ მათი წარმატების საწინდარია, ეს ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის მთვარი მამოძრავებელი გახდება", - აღნიშნა მან და დასძინა - „პრეზიდენტის ინიციტიავით, შემუშავდა სახელმწიფო ენის სტრატეგია,  რომლის საფუძველზე ქართული ენის ცოდნა აუცილებელი ხდება. 2012 წლის დამლევამდე ყველა არაქართულენოვან სკოლაში საგნების 30 პროცენტი ქართულად უნდა ისწავლებოდეს".  

პრესსპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ყველა პედაგოგი, რომელიც საგნებს ორ ენაზე ასწავლის, სერტიფიცირებული პედაგოგების მსგავსად 200-ლარიან დანამატს მიიღებს. ასევე, მან პრეზიდენტის ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ბაკალავრებს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის მასწავლებლებლად იმუშვებენ, მაგისტრატურაში სწავლის საფასურს სახელმწიფო სრულად აუნაზღაურებს. ამას გარდა ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებელი პირობებით და 500-ლარიანი ხელფასით. ყველა დოქტორანტი კი, რომელიც რეგიონში  მოსახლეობას  ქართულ ენას შეასწვალის, ხელფასის გარდა მიიღებს  საუნივერსიტეტო კრედიტებს.  

ამას გარდა, ყველა ასეთ დასახლებულ პუნქტში გაისხნება ქართული ენის სახლები, ხოლო მოზარდებს, რომლებიც წელს პატრიოტთა ბანაკებში დაისვენებენ (დამსვენებელთა კონტიგენტის  50 პროცენტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები იქნებიან) ქართული  ენას გაკვეთილები ექნებათ.

მანანა მანჯგალაძემ ყურადღება ამერიკელ სენატორთა დელეგაციის ვიზიტზე გაამახვილა. მისი თქმით, ძალზე მნიშვნელოვანი იყო ის შეხვედრები, რომლებიც მათ პრეზიდენტთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართეს. პრესსპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა ქართულ-ამერიკული პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობის თაობაზე.

„ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ დიალოგს ამერიკელ მეგობრებთან და კოლეგებთან. სწორედ ამ  დიალოგის ნაწილია ის ვიზიტები, რომლებიც საქართველოში ამ რამდენიმე კვირის  განმავლობაში გახშირდა. ამჯერად, სენატორ ჯონ კაილის მეთაურობით, თბილისში სენატორთა დელეგაცია იმყოფება. როგორც იცით, გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მთელი რიგი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეშიც შედგა. რესპუბლიკელ სენატორებთან შეხვედრის მთავარი თემები ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა და იმ ერთობლივი ძალისხმევის გაღრმავების სურვილი იყო, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს როლს  კიდევ უფრო გააძლიერებს. სენატორებმა ავღანეთში ქართული სამხედრო შენაერთების სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ხაზგასმით აღინიშნა ის, რომ  საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით", - აღნიშნა პრესსპიკერმა.

დაბოლოს, მანანა მანჯგალაძემ დასძინა, რომ უახლოეს  პერიოდოში, თბილისში კიდევ ერთი მსგავსი ვიზიტი იგეგმება.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code