Google+

ბრიფინგები

12.10.2010
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ბრიფინგი გამართა

საქართველოს პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციული ბრიფინგი გასული კვირის მნიშვნელოვანი  თემების შეჯამებით დაიწყო. მან ყურადღება პრემიერმინისტრის ამერიკაში ვიზიტზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, საკმაოდ მნიშვნელოვანი  საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ვაშიგტონში და იქ გამართული შეხვედრები იყო.

„ბუნებრივია, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს  შეხვედრა  შეერთებული შტატების სახელემწიფო მდივანთან - ჰილარი კლინტონთან, ის  გზავნილები და აქცენტები, რაც საქართველოს მიმართ გაკეთდა.  არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა მოლაპარაკებებს  ამერიკელ კონგრესმენებთან,  მსოფლიო ბანკის,  ათასწლეულისა და  სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობებთან, შეხვედრებს შეერთებული შტატების  მთავრობის წევრებთან. შეფასდა და შეჯამდა  საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებული  სტრატეგიული პატრნიორობის ქარტიის ფარგლებში უკვე განხორცილებული სამუშოები და დაისახა  ახალი სამოქმედო გეგმა -  სავაჭრო, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური საკითხების მიმართულებებით", - აღნიშნა პრესსპიკერმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მანანა მაჯგალაძემ ბრიფინგზე გაახმოვანა, იყო პრეზიდენტის პოზიცია რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებთათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით.

„იცით, რომ  ძალაში შევიდა ბრძანებულება სავიზო რეჟიმის  გაუქმებასთან დაკავშირებით  რუსეთის ფედერაციაში  შემავალი  ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებისათვის. კერძოდ, დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის,  ჩრდილოეთ ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის,  ყარაჩაი- ჩერქეზეთისა და ადიღეის  რესპუბლიკების   მოქალაქეებისათვის. მინდა შეგახსენოთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის  სხდომაზე  მნიშვნელოვანი ინიციატივა გააცხადა - ერთიანი  კავკასიის შესახებ. ეს გადაწყვეტილებაც,  ბუნებრივია კავშირშია პრეზიდენტის ამ ინიციატივასთან და კავკასიელ ხალხებს შორის  დიალოგის  გაღრმავებისკენ არის მიმართული.

უნდა აღვნიშნო, რომ ჩრდილო კავკასიის ამ რესპუბლიკებში მცხოვრებ მოსახლეობას  საქართველოს ვიზის აღება მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში უწევდა. მაშინ, როდესაც  თითოეული ამ რესპუბლიკიდან  უახლოეს სასაზღვრო  გამშვებ პუნქტამდე, მაგალითად, როგორიცაა ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, მაქსიმუმ, ორი-სამი საათის სავალი გზაა. მით უმეტეს, რომ უსაფრთხოება რეგიონში არა ვიზის გაცემით ან არგაცემით, არამედ სრულიად განსხვავებული მეთოდებითა და საშუალებებით  კონტროლდება", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.  

პრესსპიკერი სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს დღე წელს განსაკუთებულად აღინიშნება. მისი თქმით, ამ დღესასწაულის მნიშვნელობა  წელს კიდევ უფრო დიდია, რადგან ყველას ერთად მოგვეცემა საშულება  აღვნიშნოთ  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის  მშნებლობიდან ათასი წლისთავი - სვეტიცხოველი 10 საუკუნის არის.

„საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით,  ამ დღეს განახლებულ მცხეთაში  ბევრი ღონისძიება დაიგეგმა, რომლებიც საზეიმო კონცერტით დაგვირგვინდება. საზეიმო ღონისძიებები სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ბუნებრივია  დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით, პრეზინდეტის ადმინისტრაცია  აქტიურად  თანამშრომლობს ეკლესიასთან-საპატრიქოსთან. ვსარგებლობ შემთხვევით  და მინდა  ყველას მივულოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული. პრეზიდენტს სურს, ეს დღე წინასწარ  მოულოცოს საქართველოს მოსახლეობას და ყველა მართლმადიდებელს", - აღნიშნა მან.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code