Google+

საქართველო მსოფლიო მედიაში

22.09.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია " სი-ენ-ენ"-ის 
ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა

მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემის "დილა მშვიდობისა ამერიკა" სტუმარი იყო.

ჟურნალისტი: "თქვენი ქვეყნის რუსეთთან დამოკიდებულება კვლავ დაძაბულია, როგორია თქვენი ქვეყანა დღეს?"

მიხეილ სააკაშვილი: "ერთის მხრივ, რუსეთი აგრძელებს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და ამის გამო თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი იუძულებით გადაადგილებულ პირად რჩება.

მეორე მხრივ, მიუხედავად რუსული აგრესიისა საქართველოს ეკონომიკა ფეხზე დგას. საერთაშორისო ორგანიზაციების თქმით, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი ქვეყანა.

საქართველომ მოიგო მშვიდობა, მართალია ჩვენ ვერ მოვიგეთ რუსეთთან ბრძოლა, მაგრამ იცით, რომ რუსეთი საქართველოზე ხუთჯერ დიდია.

მას გააჩნია ჩვენზე მეტი შეიარაღება, ჩვენზე მეტი ჯარიაკაცი, ჩვენზე მეტი იარაღი. ჩვენ ვართ ძალიან პატარა სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. მშვიდობა გვჭირდება მეზობლებთან და არანაირი კონფრონტაცია. ჩვენს ქვეყანას აქვს ამბიცია იყოს ბოლოდე დამოუკიდებელი. ჩვენი ხალხი არის თვითმყოფადი და თავისუფლების მოყვარული."

ჟურნალისტი: "მინდა გკითხოთ იმის შესახებ, რომ მომავალ კვირაში ევროკომისია გასული კვირის შესახებ მოხსენებას ამზადებს. გერმანული გამოცემები წერენ რომ ამ მოხსენებაში ნათქვამი იქნება რომ ომის დაწყებაში ბრალი საქართველოს მიუძღვის. თქვენი რეაქცია."

მიხეილ სააკაშვილი: " არ მგონია ვინმე სერიოზულად ეკიდებოდეს იმას, რასაც ეს გაზეთები წერენ, რადგან ყველამ იცის, იქ რა მოხდა. ვინც იქ იყო დარწმუნებულია ჩვენს სიმართლეში და იქ იყო უამრავი

სერიოზული ადამიანი, ვინც კარგად არის გარკვეული შარშანდელი კონფლიქტის დეტალებში. ჩვენ ვართ ძალიან პატარა ქვეყანა,რუსეთი არის უზარმაზარი, ჩვენ არ ვართ თვითმკვლელები რომ ომი დაგვეწყო ამხელა სახელმწიფოსთან. ფაქტია, რომ ყოველთვის დიდი სახელმწიფო ანადგურებს პატარა ქვეყანას.

მოდით შევხედოთ ამ ყველაფერს სხვა მხრიდან. ვინ ჰყავს რუსეთს გვერდით? - ჩავესი. მას სჭირდება რუსეთის მხრიდან სამხედრო დახმარება ამერიკის წინააღმდეგ. რუსეთსაც სჯერა, რომ ეს ნაბიჯი შტატების წინააღმდეგაა მიმართული. სხვა მხრივ კი, ევროპის წამყვანი გაზეთები აქვეყნებენ წერილს ჰაველისგან და სხვა უამრავი გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსისგან, სადაც ისინი ნათლად აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. არის ერთი მხრივ ჩავესი და მეორე მხრივ ჰაველი. მგონი განსხვავებას უნდა ვხედავდეთ."

ჟურნალისტი: "ბატონო პრეზიდენტო თქვენი აზრით, დგამს თუ არა ვაშინგტონი კონკრეტულ პოლიტიკურ ნაბიჯებს რომ მოგვარდეს ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის, მოხდეს არსებული კონფლიქტის განმუხტვა?

მიხეილ სააკაშვილი: "არავის არ უნდა დაძაბულობა მსოფლიოში, ამაზე ვისაუბრეთ ჰილარი კლინტონთან. მას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული აზრი ჩვენს შესახებ. პრეზიდენტ ობამას ვიზიტი მედვედევთან თუნდაც ამის დასტურია. ობამამ რუსეთში ისაუბრა სწორი შეხედულებებზე. მან ბრწყინვალე სამუშაო გასწია, ამის დამსახურებაა ის, რომ ზაფხულში რუსეთის მხრიდან სავარაუდო აგრესია არ მოხდა. რა თქმა უნდა ორ დიდ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვანია,

მაგრამ ამ ადმინისტრაციის შეხედულება არის მკაფიო და ჩამოყალიბებული. არის საუბარი ანტისარაკეტო სისტემის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადანაცვლებაზე.

რუსეთის ფედერაცია ამას თავისი პროპაგანდისთვის იყენებს.თითქოს მან გაიმარჯვა და თავის საწადელს მიაღწია აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებით. ეს არ არის სიმართლე."

ჟურნალისტი: "თვლით თუ არა, რომ ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ანტისარაკეტო სისტემის გადანაცვლებასთან დაკავშირებით შეცდომა იყო?"

მიხეილ სააკაშვილი: " ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგად ვაანალიზებთ ობამას ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ ეს უკეთესი გეგმაა. რა თქმა უნდა ისინი კარგად აცნობიერებენ და აყალიბებენ მომავალ საფრთხეებს. ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან დიპლომატიურ გამარჯვებას გაეროში დევნილების საკითხთან დაკავშირებით.

აშშ ჩვენ მხარს გვიჭერს.მე არ გამაჩნია არანაირი შიში ამ მხარდაჭერის გაქრობის შესახებ.ამ მხრივ მართლაც შესანიშნავი იყო ჰილარი კლინტონთან შეხვედრა.

არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გაყონ თავიანთი იდეები და მოიზიდონ სხვა პარტნიორები. შენ შეგიძლია მოატყუო რამდენიმე ადამიანი რაღაც პერიოდი, მაგრამ არა ყველა და არა მუდმივად.

ვფიქრობ, რომ რუსული პროპაგანდა საბოლოო ჯამში მარცხისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ გვაქვს სხვა ფასეულობები, რაც მოწმობს რომ ერთ მხარეს არის ჰაველი, მეორე მხარეს კი - ჩავესი.

მართალია საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ ვართ უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო პოტენციალით. საქართველოს აქვს კიდევ უფრო დიდი,სიმბოლური დატვირთვა.

საქართველო არის თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეის მატარებელი. ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ."




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code