Google+

რელიზები

15.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი გოგელაშვილს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი დღეს გიორგი გოგელაშვილს შეხვდა, რომელმაც ქუთაისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული“ ფრაქცია თავისი ინიციატივით დატოვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა.
15.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდა მიხეილ სააკაშვილმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც ქუთაისში იგეგმებოდა და ამ ეტაპზე შეჩერებულია.
14.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს საპატივცემულოდ გამართულ საზეიმო ვახშამს დაესწრო.
13.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი ამნისტიის კანონს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდნეტმა დღეს კასპის რაიონის სოფელ ახალციხეში ანდრო ბარნოვის მშობლების სახლში სტუმრობისას რუსეთის აგენტებისა და სხვა მძიმე დამნაშავეების გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაუშვებელია რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლება, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
13.01.2013 მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ რეფორმების ნრგევის და შეჩერების სურვილს ჩავაცხრობთ და წინსვლას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ახალი ხალხითა და ენერგიით.“ საქართველოს პრეზიდენტი დღეს კასპის რაიონის სოფელ ახალციხეში ანდრო ბარნოვის მშობლების ოჯახს ესტუმრა.
12.01.2013 დღეს მიხეილ სააკაშვილმა  მცხეთა-მთიანეთსა და შიდა ქართლში პრეზიდენტის ახალი რწმუნებულები წარადგინა პრეზიდენტის კაბინეტში შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში თვითმმართველობის ინსტიტუტების მნიშვნელობაზე ისაუბრა
12.01.2013 მიხეილ სააკაშვილი: „დღეს, როცა რუსეთს აქვს ოკუპირებული შენი ტერიტორია და შენ დაკავებული ხარ არა რუსეთის, არამედ დასავლეთის მოგერიებით, პარალელურად უშვებ რუსეთის ჯაშუშებს, არის თუ არა საფუძვლიანი და დასაბუთებული ის ვარაუდი, რომ დღეს  საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის  ძირის გამოთხრა შეგნებულად ხდება.“ თქვენ ნახეთ, რომ ამნისტიის კანონი, რომელსაც მე ვეტო დავადე, პარლამენტის გადაწყვეტილებით ძალაში შევიდ...
11.01.2013 საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს განცხადება გააკეთა.
10.01.2013 საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორი წარადგინა ქვეყნის პირველი პირის თქმით, პრეზიდენტის რწმუნებულები რეგიონებში ის ადამიანები არიან, რომელთა საქმიანობის მთავარი მიზანია, რომ არ მოხდეს კრიმინალური, კორუმპირებული წარსულის დაბრუნება საქართველოში, როგორც ეს ახალი მთავრობის პირობებში ხდება.
07.01.2013 ალილო პრეზიდენტის სასახლეში
დღეს ალილოს მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
07.01.2013 მიხეილ სააკაშვილი: "მე იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში აღმშენებლობის შეჩერება და ნგრევა, არ არის მთავრობის შეგნებული პოლიტიკის ნაწილი.“ საქართველოს პრეზიდენტი დღეს მთავრობის მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მნიშვნელოვანი მშენებლობა შეჩერდა
06.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი საშობაო წირვა-ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო
სადღესასწაულო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
05.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი  არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამეფო ოჯახის წევრების პირადი მოწვევით გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტი ავღანეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ თანმხლებ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
04.01.2013 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მთელი რიგი ქვეყნებიდან საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩების გამოწვევის თაობაზე.
01.01.2013 საქართველოს პრეზიდენტი ახალ წელს ავღანეთში მყოფ ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა
ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათ თავდადებაზე, სიმტკიცესა და პროფესიონალიზმზე დგას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა.
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (12)
2009 (12)
2008 (12)
2007 (12)
2006 (12)
2005 (11)